ბრიკორამა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი







BRICORAMA – ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი.
41 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდი უკვე საქართველოშია.
BRICORAMA არის DIY (do-it-yourself) კონცეფციის სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. აქ ნაყიდი მასალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში.
ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.
კომპანიას აქვს განსაკუთრებული შეთავაზებები ფიზიკური პირებისთვის - დაგროვებითი ბარათები და სპეციალისტებისთვის - ფასდაკლების სქემები.
BRICORAMA - აქ ყველაფერია რემონტისა და საოცნებო სივრცის მოწყობისთვის.