იუსტიციის უმაღლესი სკოლა

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ნ. ბოხუას ქ. 19

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა შეიქმნა 2006 წლის აპრილში. იგი შექმნილია "იუსტიციის უმაღლესი სკოლის" შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. სკოლის ძირითადი მიზანია მოსამართლედ გასამწესებელ პირთა – იუსტიციის მსმენელთა საწყისი მომზადება, ასევე მოქმედ მოსამართლეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სკოლა ასევე ახორციელებს მოსამართლის თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სკოლაში მსმენელების მიღება, როგორც წესი, ხორციელდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს და კანდიდატების შერჩევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მოსამართლეობის კანდიდატების სწავლება მიმდინარეობს 10 თვის განმავლობაში და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე სტაჟირებას სასამართლოში და სემინარულ მუშაობას. სწავლების თითოეული ეტაპის შინაარსი და ხანგრძლივობა რეგულირდება "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ" საქართველოს კანონითა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდებით.

მოქმედ მოსამართლეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სკოლა ახორციელებს ტრეინინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს. გადამზადების პროგრამების ძირითადი მიზანია მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასამართლო პრაქტიკის დახვეწა.

რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწეთა და სასამართლოს სხვა თანამშრომელთა გადამზადების პროგრამას, იგი მოიცავს ტრეინინგებსა და სემინარებს როგორც სამართლებრივ საკითხებზე, ისე სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საკითხებზე, კერძოდ მოქალაქეებთან ურთიერთობა, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა, მენეჯმენტი, თანამშრომელთა ეთიკის საკითხები და სხვა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S