ჯიმშერი

ქარხანა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ახეთის გზატკეცილი 110ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ჯიმშერი არის, შპს ქართველი, საიდენტიფიკაციო კოდი:406155654

 

ქართველმა ბიზნესმენმა და მეწარმემ ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელმა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგა და ღვინის სამშობლოში, პირველი ქართული ვისკის წარმოება დაიწყო. მან ამ იდეის რეალობად გარდაქმნას ათ წელზე მეტი შეალია და გათვალა ყველა დეტალი, რათა შედეგი სრულყოფილი ყოფილიყო.

პირველი ქართული ვისკის დასახელება “JIMSHER”, შეიძლება ვინმეს ამბიციურად მოეჩვენოს, თუმცა ჯიმშერ ჩხაიძემ ამ გადაწყვეტილებით, ვისკის სამყაროში ჩამოყალიბებული ერთგვარი ტრადიცია გააგრძელა და ამგვრად, პირველ ქართულ ვისკის, სხვა ვისკების მსგავსად, მისი დამფუძნებლის სახელი დაერქვა...

საქართველოს მეღვინეობის 8000-წლოვანი ტრადიცია და ისტორია აქვს... ისტორიის ახალი ფურცელი, ამიერიდან ღვინოსთან ერთად, ქართული ვისკის შესახებაც დაიწერება. „ჯიმშერის“ განსაკუთრებული არომატი და გემო, საშუალებას იძლევა ხელახლა აღმოაჩინო ვისკი - ვისკი ქართული აქცენტებით.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ სასმელს... მოგეხსენებათ, ვისკის დავარგებისათვის აუცილებელია არა ხელუხლებელი, არამედ მეორადი კასრების გამოყენება. პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ დავარგების მეორე ეტაპს გადის კასრებში, რომლებშიც მანამდე უნიკალური ქართული ღვინოები - საფერავი და წინანდალი, ასევე ტრადიციული ქართული ბრენდი ინახებოდა.

“JIMSHER” შოტლანდიური ტრადიციული, კლასიკური მეთოდების გამოყენებით მზადდება. მასში გამოყენებულია, როგორც ქართული მარცვლეული, ისე შოტლანდიური. თუმცა, უახლოესი პერიოდიდან, პირველი ქართული ვისკი, მხოლოდ ქართული მარცვლეულისგან დამზადდება. ტრადიციული ქართული ღვინოებისა და ბრენდის კასრებში დავარგებამდე, სითხე შოტლანდიაში, ბურბონის კასრებში იყო მოთავსებული. „ჯიმშერის“ განსაკუთრებული გემოსა და არომატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, კავკასიის მთების უნიკალური წყლებია. ჩვენი კომპანია, ვისკის დამზადებისას, სწორედ ამ უნიკალურ წყლებს იყენებს!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
27/07/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები