ლისი ლენდი

გასართობი ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლისის ტბა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00 - 19:00 შაბ: 11:00 - 19:00 კვ: 11:00 - 19:00

გადახდის ტიპი

cash
პარკინგი

Lisi Land/ლისი ლენდის სათავგადასავლო პარკი საუკეთესო ადგილია ოჯახური დასვენებისა და გართობისათვის. ლისის ტბა და მისი მიმდებარე ლანდშაფტის ბუნებრივი სიმწვანე ჯანსაღი სივრცის საუკეთესო კომპლექსს ქმნის. თემატურად დატვირთული ატრაქციები კი საშუალებას მოგცემთ ოჯახთან ერთად დაისვენოთ და საინტერესოდ გაატაროთ დღე. 

ზიპლაინი - იძრომიალე ხიდან ხეზე ზიპლაინის საშუალებით, აღმოაჩინე მოხერხებულობის ნიჭი და თავგადასავლების სიყვარული. 

ბატუტი - აქ ბატუტზე ხტომა ცამდეც შეგიძლია, ისე, რომ შენს ზღაპრულ წარმოსახვაში ხელს ღრუბლებსაც კი შეახებ.

ყინულის მოედანი - ლისი ლენდში, პიტერ პენის ჯადოსნურ მიწაზე მზესაც კი შეუძლია პატარების გულში ჩახედვა. მზე იქაურობას ათბობს, მაგრამ საციგურაო მოედნის ჯადოსნურ კრისტალებს ვერაფერს აკლებს.

ტირი - განავითარე დაკვირვებულობის უნარი, შეარჩიე სასურველი პრიზი და ამოიღე მიზანში. აუცილებლად გაგიმართლებს! 

ბავშვთა პარკი - პატარების ზღაპრული სივრცე ხის ფერადი ქოხებით, სკამებით და უამრავი სათამაშოთი, ზღაპრის მთხრობელებითა და ჯადოსნური ამბებით. 

Go Kart - მექანიკური კარტინგი და ავტო სკოლა - ქუჩებისა და ტრასის იმიტაცია, საგზაო ნიშნებითა და უამრავი ავტომობილით 4000 კვადრატულ მეტრზე ლისი ლენდის სივრცეშია გადაჭიმული. ფერისა და ზომის მიხედვით აირჩიე სასურველი ავტომობილი, დაძარი მანქანა და იმოძრავე საგზაო ნიშნების მოცემულობით. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
27/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები