მენტალური არითმეტიკის სკოლა ნობელი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
მენტალური არითმეტიკა აზროვნების სტიმულირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. თანაბრად ავითარებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს. შედეგად აუმჯობსებს როგორც კრიტიკულ აზროვნებას, ასევე კრეატიულობას. მეთოდს ადვილად შესამჩნევი სხვა ეფექტიც სდევს თან - გონებაში სწრაფი თვლა და მეხსიერების გაუმჯობესება. დანერგილია და პოპულარულია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. იაპონიაში კი ის სავალდებულო საგანია. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირია. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბავშვი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ირჩევს ყველაზე სწორს. მისი ტვინის ნეირონები გაცილებით ეფექტურად იწყებენ ფუნქციონირებას. ბავშვს უადვილდება სივრცეში და დროში, ლოგიკურ და შემოქმედებით ამოცანებში ორიენტირება.