მრჩეველი (პედიატრიული სამსახური)
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ანალიზების ხარისხის კონტროლის სისტემა ლაბორატორია “მრჩეველში” ყველა დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. მობრძანდით ჩვენთან, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ სრული ინფორმაცია ანალიზის ჩატარების ყველა სტანდარტულ საფეხურზე – შეკვეთიდან პასუხის გაცემამდე. თქვენი სურვილის შემთხვევაში, დაესწრებით და მონაწილე გახდებით იმ პროცესისა, რომელიც ლაბორატორიული კვლევის ხარისხსა და მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.
ჩვენი ვებ გვერდი:mrcheveli.com
ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა და გარე კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, იმ სტანდარტებით, რომლითაც ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფში გაერთიანებული დასავლეთ- და აღმოსავლეთევროპული ლაბორატორიები ხელმძღვანელობენ.
ხარისხის გარე კონტროლს რეგულარულად ახორციელებს სამედიცინო ლაბორატორიების ხარიხის კონტროლის დაცვის საზოგადოება (INSTAND e.V. Gesellschaft zur Foerderung der Qualitaetssicherund in medizinischen Laboratorien e.V., Deutschland. http://www.instandev.de/ringversuche )
ხარისხის შიდა კონტროლი ხორციელდება სტანდარტული საკონტროლო მასალით ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით. ევროპული ლაბორატორიების გამოცდილების გათვალისწინებით, ლაბორატორია “მრჩეველს” აქვს შიდა სტანდარტიც, რომლითაც გახშირებულია შიდა კონტროლი: საკონტროლო მასალა უზრუნველყოფს ლაბორატორიული აპარატის სიზუსტეს. თანხვედრაზე კი მოწმდება ყველა პაციენტის სინჯი, რომლის მაჩვენებელიც პათოლოგიურია.
სიზუსტე – შედეგების სიახლოვე გამოსაკვლევი სიდიდეების ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან.
თანხვედრა – ერთსა და იმავე სინჯში დამოუკიდებელი გაზომვების შედეგად მიღებული მაჩვენებლების თანხვედრა, წინასწარ დადგენილ პირობებში.
ლაბორატორია ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს ISO 9001:2008, იხ: ბმული
ლიმბახის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების ხარისხის სერტიფიკატები შეგიძლიათ იხილოთ ვებ. გვერდზე:www.labor-limbach.de
ადგილობრივ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების ხარისხის კონტროლის სერტიფიკატები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ
ადგილობრივი ლაბორატორიული ანალიზების ხარისხის გარე კონტროლის სერტიფიკატები:
სტრეპტოკოკული ანტიგენი– მაისი 2015
ალფაფეტოპროტეინი (AFP), პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი ,საერთო (PSA,Total)-2015
სისხლის საერთო ანალიზის ხარისხის გარე კონტროლის სერტიფიკატები:
სისხლის საერთო ანალიზი– იანვარი 2015
სისხლის საერთო ანალიზი–ოქტომბერი 2013
სისხლის საერთო ანალიზი – ოქტომბერი 2012
სისხლის საერთო ანალიზი – ივლისი 2012
ბიოქიმიური მაჩვენებლების ხარისხის გარე კონტროლის სერტიფიკატები
ალფაფეტოპროტეინი (AFP)-იანვარი 2015
ბიოქიმიური ანალიზები– იანვარი 2015
ბიოქიმიური ანალიზები–ოქტომბერი 2013
გლიკოზირებული ჰემოგლობინი– იანვარი 2015
გლიკოზირებული ჰემოგლობინი– ოქტომბერი 2013
პლაზმის ცილები: CRP, ფერიტინი, ტრანსფერინი– იანვარი 2015
პლაზმის ცილები: CRP, ფერიტინი, ტრანსფერინი– ოქტომბერი 2013
C რეაქტიული ცილა შრატში–ნოემბერი 2013
პლაზმის ცილები– ოქტომბერი 2012
ბიოქიმიური ანალიზები– ოქტომბერი 2012
C რეაქტიული ცილა შრატში - ოქტომბერი 2012
ჰემოსტაზის მაჩვენებლების ხარისხის გარე კონტროლის სერტიფიკატები
ქლამიდიის პჯრ კვლევის ხარისხის გარე კონტროლის სერტიფიკატები
ქლამიდიის პჯრ კვლევა– დეკემბერი 2013
ქლამიდიის პჯრ კვლევა– ოქტომბერი 2012
ქლამიდიის პჯრ კვლევა – მაისი 2011
ქლამიდიის პჯრ კვლევა – დეკემბერი 2011
ჰორმონები
ფარისებრი ჯირკვლის ჰომონები (TSH,FT4, პროლაქტინი), ანტი–TPO, თირეოგლობულინი , ალფა–ფეტოპროტეინი (AFP), ამიაკი– ოქტომბერი 2013