მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია მუსიკის სახლი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი






“მუსიკის სახლი” არის მაღაზია სადაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების განათების და გახმოვანების აპარატურა, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა მრავალი აქსესუარი. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ Alhambra -ს ესპანური წარმოების კლასიკური, აკუსტიკური და ელექტრო აკუსტიკური გიტარები, Meinl--ის გერმანული წარმოების დასარტყამი ინსტრუმენტები (ტამტამები), იაპონური ბრენდის CASIO-ს სინთეზატორები და ციფრული პიანინოები, გერმანული ბრენდის Beyerdynamic -ის უმაღლესი ხარისხის სტუდიური ყურსაცვამები, ვოკალის და ინსტრუმენტის მიკროფონები, ასევე ყურსაცვამების დიდ არჩევანი თქვენი Iphone-ის და Ipod -ისთვის, ასევე DPA-ს ვოკალის მიკროფონები და მიკროფონების კომპლექტები. თუ გსურთ თქვენი კაფეების, ბარების, კლუბების, რესტორნების ან სხვა ტიპის ობიექტების გახმოვანება, ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში #1 ბრენდის Meyer Sound-ის აქტიურ აკუსტიკურ სისტემებს, ასევე HK Audio-ს გერმანული წარმოების, მსოფლიოში ყველაზე პორტატულ და ადვილად ტრანსპორტირებად აქტიურ აკუსტიკურ სისტემებს და ფონური გახმოვანების მინიატურულ სისტემებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიური ბრენდის K-Array-ის ფირმის აქტიური აკუსტიკური სისტემები. რაც შეეხება განათებას, ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა წარმატებული ბრენდის ROBE-ს განათების აპარატურას, ლაზერებს, მოტრიალე თავებს, გობოებს, ლედ განათების აპარატებს და ა.შ. ასევე American DJ-ის განათების აპარატურას. “მუსიკის სახლი” ასევე გთავაზობთ Presonus-ის და Soundcraft -ის უმაღლესი ხარისხის საკონცერტო და სტუდიურ ხმის სამართავ პულტებს.