ნოვატორი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ნოვატორი არის, შპს ნოვატორი, საიდენტიფიკაციო კოდი:402025009
ჩვენი ვებ გვერდია:novator.ge
ნოვატორი გთავაზობთ ერთ წლიან კურსს 8-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის - კომპიუტერულ მეცნიერებაში. კურსი მოიცავს პროგრამირებას, ალგორითმირებას, რობოტიკას და სხვა თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომელიც უზრუნველყოფს ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
კომპიუტერული მეცნიერებები გარდა იმისა, რომ მოთხოვნადი სფეროა, ასევე საუკეთესო საშუალებაა ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის. ჩვენი კურსით მიღებული უნარ-ჩვევები გაძლევთ უპირატესობას იყოთ ინოვატორი ნებისმიერ პროფესიაში და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა.
წარმატებული ადამიანები გვირჩევენ, რომ პროგრამირება არის კარიერული წინსვილის საფუძველი. მაგალითად, ბილ გეითსი ამბობს: „პროგრამირების სწავლა ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს და ქმნის მსოფლმხედველობას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ სფეროში.“
მოგეხსენებათ, რომ თინეიჯერების ცხოვრებაში კომპიუტერს საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია. ჩვენ გთავაზობთ, რომ კომპიუტერულ თამაშებში დაკარგული დრო, პროდუქტიულად ვაქციოთ.