ფოსტალონი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
კომპანია „ფოსტალონი“ (შემდგომში „კომპანია“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია ონლაინ შოპინგის პოპულარიზაცია. კომპანია მიზნად ისახავს, ადგილობრივ მომხმარებლებს გაუმარტივოს პროდუქციის შეძენა საზღვარგარეთის ონლაინ-მაღაზიებში, მაქსიმალურად შეამციროს შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირების რისკი, ჩამოტანის დრო და დანახარჯები და მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურების სტანდარტები.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მისამართს ამერიკაში, გერმანიასა და ჩინეთში, რომლის მითითებაც შეიძლება ონლაინ-მაღაზიებში საქონლის შეძენისას. მისამართი მითითებულია საიტზე. აღნიშნულ მისამართზე მისული ამანათები იგზავნება საქართველოში და ადრესატს შეუძლია მათი მიღება, როგორც კომპანიის ოფისებში, ისე საკურიერო მომსახურებით.
„ფოსტალონის“ მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურების პირობებს.
მომსახურების ცენტრების მდებარეობა, რეგისტრაციის წესები, მომსახურების საფასური და სხვა ინფორმაცია მოცემულია ამ დოკუმენტსა და კომპანიის ვებგვერდზე (Postalon.com.). ეს პირობები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელიც აისახება ვებ გვერდზე და სავალდებულოა მომხმარებლებისთვის.