რერა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
რერა არის, შპს G & A GROUP, საიდენტიფიკაციო კოდი: 404943683
„რერა“-ს გაყინული კერძების, თევზეულისა და ზღვის პროდუქტების წარმოება დაარსდა 2015 წელს შპს „G&A Group”-ის ბაზაზე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით.
„რერა“-ს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით.
კომპანიის პროდუქცია იწარმოება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით. რეცეპტურა კი უნიკალურია, რაც „რერა“-ს კერძების გემოს ტრადიციულ და ამასთანავე განუმეორებელ თვისებებს სძენს.
„რერა“-ს საწარმო ფუნქციონირებს ორი ძირითადი მიმართულებით:
- გაყინული სწრაფად მომზადებადი კერძები
- თევზეული და ზღვის პროდუქტები
საწარმოში ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, „რერა“ ყოველთვიურად 15-20 ტონა პროდუქციას აწარმოებს. კომპანია მუდმივი განვითარებისა და ზრდის პრინციპებზეა დამყარებული და მომავალში იგეგმება თვეში პროდუქციის წარმადობის 100 ტონამდე გაზრდა.
„რერა“ გეგმავს უახლოეს მომავალში მიიღოს ISO 9001; ISO 22000; НАССР სერტიფიკატები, რითაც საწარმოშიც და მენეჯმენტის ყველა რგოლში უზრუნველყოფს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას.