საკვირაო სკოლა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
- ორგანიზაციის მისიაა ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ინდივიდუალური მიდგომა.
- საკვირაო სკოლაში შექმნილი გარემო ხელს უწყობს ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესების, შემოქმედებითი უნარების გამოვლენას.
- მიმდინარე აქტივობები ბავშვებს უვითარებს ზოგად და კომუნიკაციური უნარებს, მეტყველებას, წერა-კითხვას, ზოგად წიგნიერებას.
- სწავლება მიმდინარეობს თამაშის ფორმით არაფორმალურ გარემოში, რაც ზრდის ბავშვების დაინტერესებას კონკრეტული თემების მიმართ ისეთ საგნებში, როგორიცაა ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
- ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული აქტივობები მიმართულია ინტელექტის განვითარებაზე, აზროვნების, მეტყველების, მეხსიერების, ყურადღების გავარჯიშებაზე
- ხელოვნების გაკვეთილზე მიმდინარეობს მეცადინეობები სხვადასხვა მასალით ხატვასა და ძერწვაში.
- მრავალფეროვანი აქტივობები გამდიდრებულია სხვადასხვა რესურსებით, აუდიო და ვიზუალური მასალებით.
- ბავშვის ძალისხმევა ყოველთვის წახალისებულია!