საკვირაო სკოლა ალბუს ჯუნიორი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. 27

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

არაფორმალური განათლების ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში პატარებისთვის ახალ პროექტს იწყებს. ალბუს ჯუნიორი შაბათ-კვირას არასასკოლო აქტივობებს გულისხმობს და სწავლების სრულიად თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. 

ალბუს ჯუნიორის მიზანს პატარების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება და საინტერესოდ გატარება წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ აქტივობები ან დროის გატარების კარგი საშუალება, ჩვენ ვქმნით თავისუფალ სივრცეს, სადაც პატარები შეძლებენ საკუთარი ნიჭის გამოვლენას, განვითარებასა და სასურველი მიზნის მიღწევას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ არაფორმალური გარემო, სადაც დაისმება ყველა შეკითხვა და გაეცემა პასუხები, დაუშვებენ შეცდომებს და თავადვე გამოასწორებენ, შექმნიან პროექტებს და გააკეთებენ პრეზენტაციებს.
ჩვენი სკოლა სრულად არაფორმალური განათლების პრინციპებზეა აწყობილი, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა ბავშვთან ინდივიდუალური და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენს გამოცდილ მასწავლებლებს.

ვინ ვართ ჩვენ?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალბუსს“ 5 წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროში. წლების განმავლობაში ჩვენი სამუშაო არეალი ფართოვდებოდა. მიღებულმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ განათლების მიწოდება პატარა ასაკიდან არის მნიშვნელოვანი, ამისთვის კი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგია იდეალურია და მას წარმატებით იყენებენ განვითარებულ ქვეყნებში.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ალბუს ჯუნიორის პროექტის დაწყება. ვფიქრობთ, სწორი ინფორმაციის მიწოდება საფუძველში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჩვენ ვქმნით განვითარების თავისუფალ პლატფორმას ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. 
ალბუს ჯუნიორი არ არის კლასიკური საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს არ არის საკვირაო სკოლა, ეს არის გაცილებით უფრო მეტი, ადგილი, სადაც პატარებს განვითარების საშუალება ექნებათ.
ასაკობრივი ჯგუფები
ალბუს ჯუნიორში პირველ ეტაპზე ორი ასაკობრივი ჯგუფი გვეყოლება
ალბუს Junior 
5-დან 7 წლის ჩათვლით

ალბუს Gradeschooler
8-დან 12 წლამდე
რა საგნებს ვასწავლით?

ალბუს Junior:
ლიტერატურა 
მეცნიერება 
ინგლისური 
სახვითი ხელოვნება 

ალბუს Gradeschooler:
ლიტერატურა
ინგლისური 
მეცნიერება
ისტორია/მითოლოგია
სახვითი ხელოვნება

გარდა ძირითადი საგნებისა, სკოლის ფარგლებში იქნება ძალიან ბევრი პრაქტიკული კურსი, ყოველკვირეულად ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტებს საკუთარი ხელით, შექმნიან სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ ნივთებს, გამოცდიან თავს კულინარიაში, უყურებენ და გაარჩევენ ფილმებსა და მულტფილმებს, მოუსმენენ ხარისხიან მუსიკას და, რაც მთავარია, გაიგებენ მეტს შემსრულებლების შესახებ. თუმცა, ეს არაა ყველაფერი, ყოველი კვირა განსხვავებული ღონისძიებებითა და აქტივობებით იქნება დატვირთული.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S