სანტე
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
სანტე არის, შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები, საიდენტიფიკაციო კოდი: 206052206
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი. "სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები” თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.
სანტე სამი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. სამხრეთ კავკასიაში იგი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანიაა, რომელმაც ISO-ს სერთიფიკატი მიიღო, ISO 9001 კატეგორიის სერტიფიკატი , რითაც მენეჯმენტის გამართული მუშაობა შეფასდა და HACCP -ის სერთიფიკატი რითაც დადასტურდა რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერთიფიცირებული სისტემის მფლობელია.
აგრეთვე კომპანია ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს , რომელიც ადასტურებს რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია.