საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
სამინისტროს საქმიანობის სფერო:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი საკვანძო საჯარო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინდობილ სფეროში ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო, ნორმატიული აქტებისა და დებულების შესაბამისად. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.
• რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია
• საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა
• ინფრასტრუქტურული პროექტების, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
•არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა
ვრცლად იხილეთ → http://e.gov.ge/nvLGi