საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების ისეთი სისტემის შექმნასა და განვითარებას საქართველოში, რომელიც პასუხობს ქვეყანაში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიისა თუ რასობრივი კუთვნილებისა.
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით წარმართავს მუშაობას:
• მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის და მისი განუყოფელი ნაწილის -ზრდასრულთა განათლების პრინციპების აქტიური ლობირება;
• ქსელის წევრი ორგანიზაციების ინტერესების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო ინსტიტუტებში;
• ქსელის წევრების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა სტრუქტურული ტრენინგ პროგრამებისა და ვორქშოპების ორგანიზების გზით;
• ზრდასრულთა განათლების პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის ტრენინგ მასალების და პუბლიკაციების მომზადება;
• ზრდასრულთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.