საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა

კოლეჯი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. ერისთავის ქ. 2

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა არის, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცე, საიდენტიფიკაციო კოდი:400023595
 

1873 წელს ქალაქ თბილისში გაიხსნა კერძო სამშობიარო (Родовспомагательное) სამკურნალო დაწესებულება 12 საწოლით.

1875 წელს იგი გადაკეთდა ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტად.იმჟამინდელი მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლის ოლღა თეოდორეს ასულის ინიციატივით და ხელშეწყობით, საბებიო ინსტიტუტთან 1875 წელს გაიხსნა სამეანო კურსები. ეს გახლდათ მთელ ამიერკავკასიაში პირველი საშუალო სამედიცინო კადრის მომზადების კერა. სამეანო კურსების სასწავლო პროგრამები შემუშავებული იყო მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სამშობიარო, სამკურნალო დაწესებულებებში. პირველი გამოშვება შედგა 1878 წელს იანვარში. დაამთავრა 28 მსმენელმა.

სასწავლო პროცესი წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა, იცვლებოდა სასწავლებლის დასახელებაც და ბოლოს დამკვიდრდა, როგორც „თბილისის მეორე სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელი“, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად მრავალი სახელოვანი მეცნიერი და მოქალაქე აღზარდა.

წლების მანძილზე იმდენად დიდი იყო სასწავლებლის სახელი და ავტორიტეტი, რომ მეორე სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს დიდი სიამოვნებით იღებდნენ და ზოგჯერ მოიძიებდნენ კიდეც  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები.

„თბილისის მეორე სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელის“ საამაყოდ ისიც უნდა ითქვას, რომ2008 წლის კურსდამთავრებულთა შორის არის საქართველოს პირველი ლედი, ქ-ნი სანდრა ელისაბედ რულოვსი.

1996 წელს მეორე სამედიცინო სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა შპს  სამედიცინო ინსტიტუტი“პანაცეა.”

 
2011 წლის 4 ივლისს შპს  სამედიცინო ინსტიტუტმა „პანაცეამ’ დააფუძნა საზოგადოებრივი  კოლეჯი „პანაცეა“.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S