სკოლა აისი
სკოლა
თბილისი,
პ. ქავთარაძის ქ. 27
ჩვენ შესახებ
ორშ - პარ: 10:00-18:00
შაბ: არ მუშაობს
კვ: არ მუშაობს
გადახდის ტიპი
- კერძო საშუალო სკოლა შპს “აისის“ მისია ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდისკენ.
- მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად.
- სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება.
- სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას და ხელმისაწვდომობას, ხარისხიანი განათლების მიცემას.
- დასახული მიზნების მისაღწევად სკოლის სასწავლო პროცესი ეფუძნება დირექციის, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს.
- სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, რაც მიიღწევა კლასებში მცირერიცხოვანი კონტიგენტით.
- სკოლა თავისი მიზნების მიღწევის პროცესში პრიორიტეტულად მიიჩნევს მოზარდისათვის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, საჭირო ცოდნის მიცემას, მოსწავლეებისათვის ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და ეხმარება მათ საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება -მოვალეობების გაცნობიერებაში.
- სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა შორის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ასევე იმ ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებაში. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად, რის მიღწევასაც სკოლა შეეცდება მრავალპროფილიანი სპორტული სექციებითა და უცხო ენების არჩევის ფართო სპექტრით.
- მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
- მოსწავლემ უნდა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის.
მეტის ნახვა
მიმოხილვები
S