შირაქი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შირაქი არის, შპს შირაქი, საიდენტიფიკაციო კოდი: 428518678
კომპანიამ „შირაქი“ წარმოება დაიწყო და ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2007 წელს.საწარმო ორიენტირებულია ნედლი რძის გადამუშავებაზე და ნატურალური პროდუქტების წარმოებაზე. ვნერგავთ ბიო პროდუქტების წარმოებას.
გვაქვს საკუთარი მეურნეობა, სადაც მოყვანილი მოსავლით ვუზრუნველყობთ ევროპიდან შემოყვანილი მაღალ პროდუქტიული ჰოლანდიური ჯიშის პირუტყვის გამოკვებას. ფერმა მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონ სოფელ არხილოსკალოში – შირაქის ველზე.
ფერმის ტერიტორიაზე გვაქვს რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ნედლი ( შემდგომში ბიო ) რძის წარმოებაზე. საწარმოში დანერგილია HASSP სტანდარტი, რითიც წარმოება შესაბამისობაშია მოყვანილი ევროპულ სტანდარტებთან. ბიო სერტიფიკატის მიღების შემდეგ ამიერ კავკასიაში პირველი კომპანია ვიქნებით ვისაც გვაქვს ბიო მეურნეობა, ბიო ფერმა და ბიო რძის გადამამუშავებელი საწარმო.
დღეისათვის ვფლობთ სპეციალიზირებულ 6 ჯიხურს, ასევე „შირაქის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგი სუპერ მარკეტების ქსელში: კარფური, ფრესკო, ნიკორა, სმარტი, გუდვილი, ფუდმარტი, ზღაპარი, ლა ფემილი, ეკონომიქსი.
მომხმარებელმა იმთავითვე დადებითად მიიღო ჩვენი პროდუქცია და დღემდე მოთხოვნა მზარდია.
კომპანია 2015 – 2016 წლებში გახდა დარგის ლიდერი.