შვიდი ვაინი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შვიდი ვაინი არის, შპს შვიდი ვაინი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405130889
"შვიდი ვაინი" თავაზობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს სხვადასხვა დამხმარე მასალებს, საწარმოო ინვენტარს და დანადგარებს. ასევე, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელს კვალიფიციური მომსახურების სხვადასხვა პაკეტებითა და ტექნოლოგიური კონსულტაციით.
კომპანიის ძირითადი წარსული დაკავშირებულია შპს "შვიდთან", რომელიც 20 წელია მოღვაწეობს საკვები ინგრედიენტების ბიზნესში.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინგრედიენდების იმპორტი მალევე გახდა კომპანიის ერთ-ერთი აქტუალური და პრიორიტეტული მიმართულება
2001 წლიდან ღვინის დამხმარე მასალების კუთხით კომპანიის პარტნიორი ხდება ფრანგული ფირმა IOC (შამპანის ენოლოგია) რომელიც დღემდე ამარაგებს საქართველოს ღვინის საწარმოებსა და მარნებს საჭირო მასალებითა და ინვენტარით. შპს 'შვიდს" არაერთხელ აქვს ჩატარებული სემინარები და მასტერკლასები შესაბამისი პროდუქციის ტექნოლოგიური სქემების განხრით ფრანგ სპეციალისტებტან ერთად.
2007 წლიდან კომპანიის პარტნიორი გახდა ჩეხური კომპანია Hobra Skolnik რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ფილტრებს, დამხმარე აგენტებს და ფილტრაციის დანადგარებს. ამ ფირმის პროდუქციას დღემდე აქტიურად მოიხმარს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები.
2008 წლიდან კომპანია "შვიდი" ანხორციელებს მუხის კასრების, ბურბუშელების ტკეჩების იმპორტს საფრანგეთიდან. ამ განხრით იგი პარტნიორობს ფრანგულ კომპანიებთან - Tonnelerie de Jarnac და RTM Agro
2011 წელს შპს შვიდის პარტნიორი ხდება ფრანგული კომპანია Lallemad - მიკრობიოლოგიური დამხმარე მასალების (საფუვრები, ენზიმები, ბაქტერიები) ლიდერი მსოფლიო ბაზარზე, Lallemand ის პროდუქციამ მალევე მოიკიდა ფეხი საქართველოში და შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ღვინის ხარისხის განვითარებაში.
2012 წლიდან შპს შვიდი იწყებს მუშაობას ღვინის საწარმოო დანადგარებზე, როგორც ინდუსტრიული, ისე სამოყვარულო მეღვინეობის მიმართულებით. მისი პარტნიორები ხდებიან იტალიური კომპანიები: Fratelli Marchisio, Ferrari Group, Spagni და სხვა.
ამავე წელს კომპანია ერთვება სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ღვინის მარნის ტექნიკური პროექტირებისა და კომპლექტაცია/ინსტალაციის განხრით.
2014 წლიდან კომპანია იწყებს თამანშრომლობს იტალიურ ფირმასთან Valvoinox (ონკანები, გადამყვანები, სადებები), რომელიც ავსებს კომპანიის ასორტიმენტს აუცილებელი საწარმოო წვრილმანებით.
პარტნიორი კომპანიების დახმარებით შპს "შვიდი" რეგულალურად აწყობს ღვინის ტექნიკურ საწარმოო ტურებს ევროპის ქვეყვებში (იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი), სადაც მონაწილეობას იღებენ ქართველი მეღვინე-სპეციალისტები და დარგის ექსპერტები.
ასევე შპს "შვიდი" აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, სადაც წარმოაჩენს პარტნიორი კომპანიების პროდუქციასა თუ სხვადასხვა სერვისებს.
2015 წლის ბოლოდან, საფუძვლიანი ანალიზის შედეგად მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ შპს "შვიდის"მეღვინეობის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას ახალი, დამოუკიდებელი კომპანია შპს "შვიდი ვაინი".
კომპანია უკვე მუშაობს ახალ პროექტებზე, რომელსაც უახლოეს მომავალში წარუდგენს საქართველოს ღვინის მწარმოებელსა თუ მომხმარებელს.