სკოლა-ლიცეუმი სხივი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

1992 წლის 30 ივლისს საქართველოსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, განათლების სამინისტროს ნებართვით და მის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამებით 1993 წელს შეუდგნენ საქმიანობას, რის შედეგადაც შეიქმნა 2003 წელს სკოლა-ლიცეუმი “სხივი”, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების პირველ საფეხურს.

2008 წლის სექტემბრიდან დიდ დიღომში, სამსართულიან ლამაზ შენობაში დაიდო ბინა სკოლა-ლიცეუმმა ,,სხივმა”.

სკოლას აქვს ჰერალდიკის საკუთარი ნიშნები, გერბი და ჰიმნი.

სკოლა გამოირჩევა კეთილმოწყობილი საკლასო და საპრეზენტაციო ოთახებით, ბიოლოგიის ლაბორატორიით, ინფორმატიკის, ჭადრაკისა და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტებით, სპორტისა და ცეკვის დარბაზებით, ბიბლიოთეკით.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლის პრიორიტეტია. აქ მიმდინარეობს ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება, თითოეულ მოსწავლეს აქვს კომპიუტერთან ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა. ბიოლოგიის გაკვეთილებზე მოსწავლეები მასწავლებლების მეთვალყურეობით ატარებენ ცდებს.

სკოლას, მის ტერიტორიაზე მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჰყავს დაცვა.

სკოლაში არის ექიმის კაბინეტი, სადაც ხდება მოსწავლეთა პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება.

მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პერსონალს ემსახურება ტრანსპორტი. მათ სარგებლობაშია, სასადილო.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებს თბილი და საქმიანი გარემო შეექმნათ, სადაც მათ საშუალება ექნებათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა, შემდეგ კი თავისი უშრეტი ენერგია ყველაზე წარმატებული სფეროსკენ მიმართონ.

სკოლა დაკომპლექტებულია კონკურსის წესით შერჩეული მაღალპროფესიული კადრებით. ისინი ფლობენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად იყენებენ მათ სწავლების პროცესში.

კლასების მიხედვით სკოლაში მუშაობს საგნობრივი კათედრები, რომლებიც უზრუნველყოფს სასწავლო მეთოდურ მუშაობას.

სკოლა მთლიანად პასუხობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულს ტანდარტებს, რასაც თავის მხრივ სკოლის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ემატება განსხვავებული დისციპლინები, დამოუკიდებლად შემუშავებული სასწავლო პროგრამებით.

სავალდებულო სასწავლო დისციპლინების გარდა სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ინგლისური და თურქული ენა, ინფორმატიკა, მათემატიკა, ჭადრაკი, ცეკვა, მუსიკალური ანსამბლი, ხელოვნება და მეტყველების კულტურა.

მათემატიკისა და ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეებში ბავშვები ემზადებიან რესპუბლიკურიდა საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის, ამზადებენ პროექტებს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსისათვის. ,,სხიველები ,, აქტიურად მონაწილეობენ ამ კონკურსში.

სტამბულში ჩატარდა საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა „ჯოშმაია“, სადაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა „სხიველებმა“.

სკოლა ატარებს IV კლასელთა მათემატიკის და I-VI კლასელთათვის „დედაენის“ რესპუბლიკურ ოლიმპიადებს.

ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებებში შემავალი სკოლები გაცნობისა და დამეგობრების მიზნით ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს, ტარდება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.

ცოდნის შემოწმება ტესტირების გზით ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნით სკოლაში სისტემატურად ტარდება დიაგნოსტიკური ტესტირება.

ჩვენს აღსაზრდელებს უთუოდ უფასდებათ სწავლა-ცოდნის მიღებაში დახარჯული შრომა-ძალისხმევა. სწავლაში წარჩინებულთათვის უამრავი ჯილდოა დაწესებული.

ტრადიციად იქცა მხიარული სპორტული შეჯიბრებები კლასებს შორის. „მხიარულ სტარტებში“ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელები, რამაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა ღონისძიება.

სკოლაში მოქმედებს ელექტრონული ჟურნალი და დღიური, რომელსაც გააჩნია სამი ძირითადი მხარე: მასწავლებლის, მშობლის და ადმინისტრატორის. მასწავლებლებს და მშობლებს აქვთ პირადი ნომრები, რომლის საშუალებით შედიან ელექტრონული ჟურნალის სისტემაში. მშობელს შეუძლია აკონტროლოს თავისი შვილის (შვილების) დღის განრიგი–რა აქვს დავალება, რა ნიშნებს იღებს, ესწრებოდა თუ არა ამა თუ იმ გაკვეთილს, ნახოს მასწავლებლის მიერ განმსაზღვრელი და განმავითრებელი შეფასება.

სკოლაში კომპიუტერები ჩართულია მუდმივ უასდენო (Wi-Fi) და სადენიან ინტერნეტში, მასწავლებლებს საშუალება აქვთ, მარტივად გააკეთონ დასწრების აღირცხვა, შეაფასოს მოსწავლეები და შეიტანონ საშინაო დავალებები, შემაჯამებელი სამუშაოებისა და ტესტირებების შედეგები. გაუგზავნონ მშობლებს შეტყობინებები.

სკოლაში ხშირად ეწყობა შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან.

ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის მიზნით ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მეგობრული ურთიერთობის განვითარების მიზნით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლას, ოჯახსა და მოსწავლეს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ურთიერთთანამშრომლობას. ამ მიზნით პედაგოგები ხშირად სტუმრობენ მშობლებს ოჯახში. რეგულარულად ტარდება მშობელთა კრებები.

დირექციის ხელშეწყობით პერიოდულად ტარდება პიკნიკები.

საქველმოქმედო ფონდ SOCO–სა და “საქართველოს საგანთლებლო და შრომითი საქმიანობის საერთაშორისო ფონდ GIEV-ი ყოველწლიურად აწყობს საქველმოქმედო აქციას. ჩვენი სკოლის მეგობარი ბიზნესმენების მხარდამჭერით, მასწავლებლებისა და მშობლების თანადგომით არაერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი და ნიჭიერი სტუდენტი დაფინანსდა.

მოწონება დაიმსახურა საზაფხულო სკოლამ, სადაც ერთი თვის განმავლობაში ბავშვები ისვენებედნენ, უტარდებოდათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები, ხალისით ხსნიდნენ სხვადასხვა მათემატიკური ვებ-გვერდებიდან ლოგიკურ ამოცანებს. ხატავდნენ, ცეკვავდნენ, მოეწყო ,,ბარბიქიუ“, დადიოდნენ ცურვაზე და აკვაპარკში.

სკოლაში 18:00 სთ-მდე მუშაობს გახანგრძლივებული დღის ჯგუფი, სამჯერადი კვებით, სადაც მოსწავლეები ყოველდღე ამზადებენ გაკვეთილებს მათემატიკაში, თურქულ, ინგლისურ და ქართულ ენაში, ფუნქციონირებს ცეკვის ანსამბლი.

სკოლის მოსწავლეებს აცვიათ სერთიფიცირებული და ანტიალერგიული სასკოლო ფორმები.

სკოლასთან ერთად 09:00-დან 18:00 სთ-მდე მუშაობს საბავშვო ბაღი.

ლამაზად გაფორმებული ოთახები, 3 წლიანებისთვის “ცეროდენა”, 4-5 წლიანებისთვის “ანბანელა”, “სიზმარეთი” და “ყირამალა” მასპინძლობენ პატარებს. 

სკოლას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინფორმაცია და სიახლე www.sxivi.ge და საკუთარი ელექტრონული ფოსტა info@sxivi.ge

ჩვენ ბავშვების თვალით ვუყურებთ სამყაროს, ბავშვების თვალით დანახული სამყარო კი ზღაპრულია…... მოდით ვიცხოვროთ ამ ზღაპრულ სამყაროში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S