ზეარის
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ზეარის არის, შპს ზეარის, საიდენტიფიკაციო კოდი: 4061265431991 წელს საქართველოში დავაფუძნეთ პირველი (ფორმალურადაც და არაფორმალურადაც) ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმო. იმთავითვე ჩვენმა გუნდმა, რომელიც დაკომპლექტდა იმ პერიოდისათვის პროფესიონალებითა და უდიდესი გამოცდილებისა და გამოგონებების მქონე მეცნიერებით, გადაწყვიტა ეწარმოებინა პროდუქტი, რომელიც ყურადღებას მიიპყრობდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. მართლაც, წარმოების პირველი დღეებიდანვე ჩვენი საწარმოს მიერ, გამოშვებული ღვინოები, საკონიაკე მასალები და სხვა სპირტიანი სასმელები იყიდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში. გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენ პაუზა გვქონდა ბიზნესსა და წარმოებაში, მაგრამ ღვთის წყალობითა და საქმისადმი ჩვენი ერთგულებით 2012 წლიდან ფაქტობრივად იგივე შემადგენლობით, კვლავ შევუდექით ისეთი ტრადიციული წარმოების ჩამოყალიბებას, როგორიც არის განსაკუთრებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინისა და ჭაჭის წარმოება. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევაჯამეთ მრავალწლიანი გამოცდილება, თავი მოვუყარეთ ყველა იმ ცოდნა-ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც თქვენს სამსჯავროზე გამოგვაქვს. პროდუქტი, რომელიც დავაპატენტეთ და მისი ექსკლუზიური წარმოების უფლება მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია. გვერწმუნეთ, რომ ჩვენი პროდუქტი ისეთივე ნატურალურია, როგორც თქვენი და ჩვენი წინაპრების ტრადიციები. ისევე ნალოლიავები და ხელთნაძერწია, როგორც თქვენი და ჩვენი წინაპრების, თავის დროზე ხელით შექმნილი უსუფთავესი და განუმეორებელი პროდუქტები, რომლებიც შედევრად ითვლებოდა ქართული ღვინის წარმოებაში. იმისთვის, რომ თქვენ გაგიადვილდეთ ჩვენი პროდუქტის შეფასება, თავიდან მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ჩვენი პროდუქტის ყოველი დეტალი ხელთქმნილია. შემდეგ კი გაგაცნობთ იმ ფილოსოფიასაც, რა ფილოსოფიითაც არსებობს და მოღვაწეობს ჩვენი გუნდი, რა ფილოსოფიითაც ქმნის თქვენთვის ნაბოძებ პროდუქტს და რა ფილოსოფიითაც შეერქვა მას სახელად "ზეარის".