მძღოლი/კურიერი

04 ივნისი - 04 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

თუ ეძებ სამსახურს, კარგად იცნობ თბილისის ქუჩებს და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მძღოლი/კურიერის პოზიციაზე!

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ავტომობილში ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება 

ძირითადი მოთხოვნები: 

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** თბილისის ქუჩების კარგად ცნობა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე. 

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!