სოციალური მედიის მენეჯერი

05 მარტი - 05 აპრილი

"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. 

ვაკანსიის კოდი: VC2404
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
კატეგორია: მარკეტინგი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: პერსონალი

სამუშაოს აღწერა

თიბისი ბანკის ინოვაციური პროექტების გუნდში ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ FinTech პროექტზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს ამოცანები.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ენერგიული, შემოქმედებითი, კომუნიკაბელური, თუ თვლი რომ სოციალური მედია თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია და თუ მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები

შენ იქნები 20 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს Agile მიდგომებით (Scrum, Kanban) და შექმნი საქართველოში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ბრენდს.

შენ დაგევალება

** სოციალური გვერდების მოწესრიგება (ინფორმაციის გამართულად წარმოდგენა და ა.შ.)
** სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მართვა:

1. კონტენტის განთავსება და დარეკლამება
2. მომხმარებლებთან ინტერაქციის მართვა
3. კომენტარები
4. Page Tag კომენტარები
5. პირადი მიმოწერა

** მარტივი პრობლემების შემთხვევაში მომხმარებლების დახმარება, რთული პრობლემების შემთხვევაში, პრობლემის შესაბამის პირთან გადამისამართება

უნდა გქონდეს

** Facebook-ი 
** გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი
** მოქნილობა და ოპერატიულობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი

კარგი იქნება

** იყო სხარტი და ენამოსწრებული 
** მეგობრობდე ტექნოლოგიებთან
** გიყვარდეს წერა

კომპენსაცია და ბენეფიტები

** შვებულების 24 სამუშაო დღე
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თიბისი ბანკის ივენთების ბილეთები
** ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/2404