სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე. ვაკანსიის კოდი: VC1695 ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, მულტიჩენელის განვითარების განყოფილება კატეგორია: ბიზნესის განვითარება დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი გამოცდილების დონე: სპეციალისტი ძირითადი მოთხოვნები: ენები: ინგლისური - ძალიან კარგი. უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** გუნდურად მუშაობის უნარი ** მაღალი მოტივაცია ** ანალიტიკური აზროვნება ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** დათქმული ვადების დაცვით მუშაობა ** თანამედროვე ტექნოლოგიების კარგად ცოდნა ** მობილურ აპლიკაციებთან მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება ** ინგლისურად ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ** აქტიურობა და ინიციატიურობა დამატებითი მოთხოვნები: ** კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი; ** სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი სპეციალობის განხრით (ან მეორადი პროფესია ე.წ. "მაინორი" ინფორმაციულ ტექნოლოგიებში) ** უპირატესობა მიენიჭება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტებში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს. სამუშაოს აღწერა: ** აღნიშნული განყოფილება, მუშაობს ბანკის დისტანციური არხების განვითარებაზე (ინტერნეტბანკი, მობაილბანკი, ვებ-გვერდი, ინტეგრაციის სერვისი...). ** ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი პასუხისმგებელია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროგრამული უზრუნველყოფის (ვებ აპლიკაცია, მობილურის აპლიკაცია) ტესტირება დანერგვამდე; ** ხარვეზების დაფიქსირება შესაბამის პროგრამაში და პრიორიტეტების განსაზღვრა; ** აპლიკაციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამართავ მოდულთან მუშაობა. ** ახალი იდეების გენერირება და მათზე მუშაობა აპლიკაციების გასაუმჯობესებლად. ** კომუნიკაცია გარე მომწოდებლებთან ინგლისურ ენაზე (წერითი, ზეპირი) ** ანგარიშგება ზედა რგოლის მენეჯმენტთან რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/1695 |
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
09 მაისი -
15 მაისი