შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.
თანამდებობა: საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: სენაკი (სამეგრელოს რეგიონი)
სამუშაო ადგილის მიზანი:
საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი უზრუნველყოფს IT მომსახურებას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოს" ფილიალებისათვის, "კრედოს" მიზნებისა და მოთხოვნების, მოქმედი სტრატეგიის გათვალისწინებით. საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი/პრაქტიკანტი იმოქმედებს ტექნიკური შეკეთების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა დახმარების მიზნით.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს და დაეხმაროს "კრედოს" ყველა თანამშრომელს კომპიუტერის ნაწილებისა და კომპიუტერული პროგრამების საკითხებში;
** გაუმართაობის შემთხვევაში გააკეთოს პრობლემის დიაგნოზი და დაგეგმოს შესაბამისი, დროული ტექნიკური შეკეთება;
** დარწმუნდეს, რომ "კრედოს" ყველა პერსონალური კომპიუტერი/ლეპტოპი დაცულია ვირუსებისაგან და გამართულად მუშაობს;
** უზრუნველყოს ადგილობრივი ქსელის გამართულობა "კრედოს" ნებისმიერ ოფისში;
** ჩაუტაროს "კრედოს" თანამშრომლებს ტრენინგი Backup პროცედურების თაობაზე;
** უზრუნველყოს და დაეხმაროს "კრედოს" ყველა თანამშრომელს არაკომპიუტერულ საკომუნიკაციო მოწყობილობებთან დაკავშირებით (მაგალითად, ტელეფონები, ფაქსი, მობილური ტელეფონები და სხვა);
** უზრუნველყოს "კრედოს" თანამშრომლები ინსტრუქციითა და ტრენინგებით ენერგო სისტემის გამოყენების რეკომენდირებულ ნომრებთან დაკავშირებით.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების ან მსგავს სფეროში;
** MS Windows OS-თან მუშაობის გამოცდილება;
** ქსელური ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამებისა და კომპიუტერული ნაწილების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და რუსულ ენაზე, ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
** სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ადგილობრივი მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობა;
** სასურველია მოქმედი მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალის" ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 14 მარტი.
IT მხარდაჭერის სპეციალისტი - სენაკი
24 თებერვალი -
14 მარტი