5 ოქტომბერს თბილისს თანამედროვე ექსპერიმენტული სინთპოპის ერთერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი Molly Nillson-ი ეწვევა. კონცერტი 5 ოქტომბერს Bassiani Concert Hall-ში გაიმართება. ივენთი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
Molly Nilsson წარმოშობით შვედი მუსიკოსია. არტისტი ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. ამ დროისთვის ბოლო, რიგით მე-6 ალბომი, Zenith, 2015 წელს გამოუშვა. არტისტი თბილისს სწორედ დისკის მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.
ნილსონი თავის შემოქმედებაში ე.წ Do It Yourself პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას, რაც გულისხმობს იმას, რომ თავადაა საკუთარი სიმღერების, ტექსტების, არანჟირებების ავტორი. თავად აკეთებს ალბომების პროდიუსინგს, ყდებს, იღებს საკუთარ კლიპებს და თავად გეგმავს საკუთარ ტურნეებს.
Molly Nilsson-მა სახელი 2000-იანების ბოლოს გაითქვა. პირველი სიდი These Things Take Time 2008 წელს ჩაწერა. Bassiani Concert Hall-ში შეკრებილ მსმენელს ახალ ნამუშევრებთან ერთად არტისტის ჰიტის Hey Moon-ის მოსმენის საშუალება ექნება - მიუხედავად იმისა, რომ მის ქავერს არაერთი ცნობილი მუსიკოსი (მათ შორის, John Maus) მღერის, თავად მოლი Hey Moon-ს კონცერტებზე არასოდეს ასრულებს.
Muzame გამონაკლისი იქნება.
Muzame-მ ივენთების სერია წელს დაიწყო. პროექტის პირველი სტუმარი Soap & Skin გახდა, უკვე ივნისში თბილისს Jay-Jay Johanson ეწვია.
Molly Nilsson Muzame-ს მიერ მოწვეული რიგით მესამე არტისტია. ცნობილია, ასევე, შემდეგი ივენთის თარიღიც - 26 ოტომბერს Bassiani Concert Hall-ში მელომანები ლეგენდარული ჯენეზის ფი-ორიჯის ჯგუფის, Psychic TV-ის მოსმენას შეძლებენ.
5 ოქტომბრის ივენთისთვის ჩაეშვება პროექტ Muzame-ს საიტი, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში მუსიკალური ჟურნალის თავისუფალ ნიშას დაიკავებს. ოქტომბერშივე ცნობილი გახდება იმ ახალი სივრცის შესახებაც, რომელშიც Muzame დაიდებს ბინას და უკვე ნოემბრიდან ქართველ მელომანებს ყოველთვიური ივენთების სერიებით გაანებივრებს.