2-4 ნოემბერს 2019 ქ.ბილისში, რუსთაველის გამზ. №27, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება საავტორო თოჯინების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი «ArtDoll Tbilisi».
გახსნა 2 ნოემბერს 14.00 საატზე ზ.წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ხელოვანების საავტორო ნამუშევრები. მოწვეულია სხვავდასხვა ქვეყნის ( ესტონეთი, რუსეთი,ჩეხეთი,ბელორუსია, მოლდოვა,გერმანია,ნიდერლანდი,თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი) 14 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანი. საქართველო წარმოადგენს ამ სფეროში მომუშავე 26 ხელოვანს, მათ შორის არიან ცნობილი მხატვრები და ხელოვანები.
საავტორო თოჯინა მსოფლიოში ძალზე პოპულარულია, ხელოვნების ნიმუშები ინახება მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებში, მუზეუმებში, გამოფენილია გალერეებში.
თოჯინები მზადდება მრავალფეროვანი მასალისაგან, დაწყებული ,, პაპიე- მაშეთი“, დამთავრებული დახვეწილი ფაიფურით. მაგრამ ეს არ განსაზღვრავს თოჯინების ღირებულებას. უმნიშვნელოვანესია ჩანაფიქრი, იდეა, მხატვრული იდეის ხორცშესხმა და ჩანაფიქრის ტექნიკური განხორციელება.
ამჟამად მიმდინარეობს თოჯინების შექმნის ხელოვნების ინტენსიური განვითარება და დახვეწა: ინტერიერული თოჯინა, თოჯინა არტ-ობიექტი, რეპლიკანტი, რებორნი და ა.შ.
ბოლო დროს აქტუალური ხდება კონცეპტუალური თოჯინა.
აღნიშნული ფესტივალის , რომლის ორგანიზატორია საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანება „ჯეოდოლი“, მიზანია, ქალაქის მოსახლეობისათვის სტილის, მხატვრული სახეების, მუშაობის ტექნიკის მრავალფეროვნების ჩვენება.
On November2-4 in Tbilisi at the Museum of Modern Art at the address Rustaveli avenue N27 the Third International Festival of Author’s Dolls “ArtDollTbilisi 2019” will be held . The society will be offered the authors works of the best masters of this art trend. 14 one of the most famous artists from any countries such as Estonia, Belarus,Moldova,Turkey,Netherlands,Germany, Czech Republic, Russia, Ukraine,Azerbaijan have been invited.
Opening - on 2 November at 14.00 the Museum of Modern Art at the address Rustaveli Ave N27
Georgia will expose works of its 26 authors, inclusive artists with the world fame.
Authors doll is very popular worldwide. Workd of masters are kept at the wealthiest private collections, museums and galleries. Materials for making authors dolls vary from a simple papier-mâché to refined porcelain, but it doesn’t affect a process of the object. First of all the idea, embodiment of a plan and the idea as well as technical implementation of the work is valued.. At present constant expansion of the trend of the authors doll takes place that of interior, art-object. reborn, replica and others and lately conceptual doll is becoming popular.
It is namely the diversity of styles, images, technique of execution that the Society of Doll Masters of Georgia “GeoDoll”
is the organizer of this Festival has decided to show to the population of our town.