IPOVE.GE News

ფერების ფსიქოლოგია მარკეტინგში. 9 ყველაზე პოპულარული ფერი!

07 მაისი 2019

ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში,განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, ბრენდ სიმბოლიკაში გამოყენებული სხვადასხვა ფერები გავლენას ახდენენ მის რეპუტაციაზე.

                                                                     

წითელი

ბრენდებს შორის, რომლებმაც ეს ფერი აირჩიეს ყველაზე გამორჩეულები არიან:Coca-Cola, Canon, Levis, H&M და სხვა.

წითელი ფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი:

მას შეუძლია გამოიწვიოს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ემოციები.

შეუძლია შექმნას სასწრაფოობის ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გაყიდვებისთვის.

აღძრავს მადას, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ სწრაფი კვების ობიექტებს.

ასწრაფებს გულისცემას, ამიტომ ის ხსირად გამოიყენება სწრაფი მანქანების სარეკლამო კამპანეიბში.

 

ნარინჯისფერი

 დადებითი ემოციები, რომელსაც ნარინჯისფერი იწვევს: კეთილგანწყობას, ენერგიის მოზღვავებას, სითბოს, რამე ახლის კეთების და დაწყების სურვილს.

უარყოფითი ემოციები რომელსაც ის იწვევს : იმედგაცრუება, რამეს დაკარგვის შეგრძნება, ინერტულობა.

ნარინჯისფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი: ნარინჯისფერი ასოცირდება სითბოსთან, მზესთან; ითვლება, რომ ნარინჯისფერი ქმნის სიხარულს და დადებით ემოციებს.

 იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებიც ნარინჯისფერს ირჩევენ: თავგადასავლების მიმართ მიდრეკილება, კონკურენტუნარიანი, არაკეთილგანწყობილი.

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ნარინჯისფერი აირჩიეს.

 

ყვითელი

 ყვითელი ფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი: დადებითი ემოციები, რომელსაც ყვითელი ფერი იწვევს: ოპტიმიზმი, სითბო, სიხარული, კრეატივის შექმნის სურვილი და განივრული შესაძლებლობების ზრდა.

ნეგატიური ასოციაციები: ირაციონალობა, შიში, იმედგაცრუება, სიმხდალე; ყვითელი ფერი არის ახალგაზრდობის, სიხარულის და მზის სიმბოლო; უფრო დიდი ეფექტის მისაღებად ყვითელ ფერთან ერთად უნდა გამოიყენოთ მუქი ფერები.

იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებიც ნარინჯისფერს ირჩევენ: დამოუკიდებლობა, მიზანსწრაფულობა, იმპულსურობა.

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ყვითელი ფერი აირჩიეს.

 

მწვანე

 ფერის ფსიქოლოგიის თანახმად მწვანე ფერი არის : ჯამრთელობის, სიახლის, ბუნების და ზრდის სიმბოლო.

უარყოფითი ასოციაციები,რომლებსაც მწვანე ფერი იწვევს— მოწყენილობა, დათრგუნულობა, სისუსტე. მწვანე ფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი: ამშვიდებს თვალს და არის ჯამრთელობის სიმბოლო; მწვანე ფერი ყველაზე ხშირად ასოცირდება ახალთან, ქორფასთან;

ეს ფერი გავრცელებულია ეკო ბრენდებში და ფარმაცეფტულ კომპანიებში; ეს ფერი პოპულარულია სხვადასხვა ბიზნეს სფეროებშიც: ბანკებში, საფონდო ბირჟებზე, ფინანსებში და სამხედრო სფეროში.

ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მწვანე ფერი არიან ღია და მეგობრულები.

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის მწვანე ფერი აირჩიეს.

 

ლურჯი

 დადებითი ემოციები, რომელსაც ლურჯი ფერი იწვევს: ნდობა, ლოიალურობა, ლოგიკურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოება.

ნეგატიური ასოციაციები—სიცივე, ჩაკეტილობა, არამიმზიდველობა.

ლურჯი ფერის აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი; ლურჯი არის სიძლიერის და თავისუფლების სიმბოლო და ამიტომაც მას მრავალი ბრენდი იყენებს;. ლურჯი ფერი — სიმშვიდის სიმბოლოა. იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებიც ლურჯ ფერს ირჩევენ: ლოიალურება და თავაზიანობა..

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ლურჯი ფერი აირჩიეს.

 

იასამნისფერი

 დადებითი ემოციები, რომელსაც ისასმნისფერი იწვევს: თავისუფლება,დახვეწილობა, სიმდიდრე.

ნეგატიური ემოციები, რომლებსაც ის იწვევს —არეული განწყობა, დათრგუნულობა.

იასამნისფერის ფსიქოლოგია-რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი: ისტორიულად, იასამნისფერი ასოცირდება უპირატესობასთან, სიმდიდრესთან; ამ ფერს იყენებენ ფირმები, რომელიც ხაზს უსმევენ თავიანთ პრესტიჟს; იასამნისფერი ითვლება ექსტრავაგანტულ ფერად ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ; მუქი იასამნისფერი ამშვიდებს და გამოიყენება ქალთა პროდუქციისთვის. ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ იასამნისფერი არიან : მგრძნობიარეები, დიდებულები, გამგებები.

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის იასამნისფერი ფერი აირჩიეს.

 

ვარდისფერი

ღია ვარდისფერი ძალიან ძნელი გამოსაყენებელია ყველ კომპანია ვერ იყენებს. 

ვარდისფერის პლიუსები: წარმოსახვა, ვნება, შემოქმედებითობა, ახლის სურვილი.

უარყოფითი ასოციაციები: აღშფოთება, დაუმორჩილებლობა,იმპულსურება, არასერიოზულობა. ღია ვარდისფერს ყველაზე ხშირად იყენებენ ქალთა პროდუქციისთვის; ის შეიძლება გახდეს ბრენდის საფირმო სტილის საბაზისო ფერის დანამატი; ვარდისფერი — ეს კომფორტული ფერია, რომელიც იმედთან ასოცირდება.

ფსიქოლოგიური თავისებურებები,ამ ფერის მოყვარულებს ახასიათებთ: სულიერება, სიახლისკენ სწრაფვა, პრაქტიკულობა.

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ვარდისფერი აირჩიეს.

 

შავი

კლასიკური ფერი, რომელიც ხშირათ მწუხარებასთან ასოცირდება, რაც არასწორია. 

შავი ფერი ასოცირდება: ელეგანტურობა, უსაფრთხოება, ძალა, ძალაუფლება, სიმდიდრე. უარყოფითი ასოციაციები: სიცივე, სიბრაზე, საფრთხე, დეპრესია, დეპრესიულობა, მწუხარება.

შავი— გავლენიანი ფერია, რომელიც ასოცირდება ძალაუფლებასთან და ფუფუნებასთან. ძვირადღირებული ბრენდები იყენებენ შავ და თეთრ ფერებს.

შავი ფერის რამე ღია ფერთან გამოყენება ბრენდს ძენს უნიკალურობას და დახვეწილობას.

გამოიყენება მოდის და ჯამრთელობის სფეროში. იმ ადამიანების პიროვნული თვისებები, რომლებსაც შავიფერი უყვართ: სიმტკიცე, თვითდაჯერებულობა, სერიოზულობა.

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის შავი ფერი აირჩიეს.

 

თეთრი, ვერცხლისფერი 

ძირითადად ის ასოცირდება სისუფთავესთან და რამე ახალთან. თეთრი და მისი დამხმარე ფერი— ვერცხლისფერი—ასოცირდება: სისუფთავესთან, უდანაშაულობა, სიმარტივე, ხელშეუხებლობა. უარყოფითი ასოციაციები: სტერილურობა, სიცარიელე, გულგრილობა .

ამ ფერებს იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიების ბრენდები ; საფირმო სტილის დიზაინში ის ხშირად გამოიყენება, როგორც დომინანტური ფერი; არასწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეიძლება აღიქვან გულგრილობის და სიზარმაცის სიმბოლოდ.

იმ ადამიანების პიროვნული თვისებები, რომლებსაც თეთრი ფერი უყვართ: ოპტიმისტურობა, დამოუკიდებლობა, უდანაშაულობა.

სურათზე თქვენ ხედავთ ბრენდებს, რომლებმაც თავისი ლოგოსთვის ეს ფერები აირჩიეს.

ფერების ფსიქოლოგიის მარკეტინგში გამოყენებით, შეძლებთ მომხმარებლებისთვის ბრენდის თქვენთვის საჭირო იმიჯით წარდგენას!

მსგავსი სიახლეები