IPOVE.GE News

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!

01 აპრილი 2019

დღევანდელ რეალობაში ხშირად წიგნის წაკითხვის სურვილის შემთხვევაში მივმართავთ საზღვარგარეთ განთქმულ ბესთსელერებს, მაშინ როდესაც საქართველოში ბევრად ნაკლებად ცნობილი მწერლები გულსა და სულს აქსოვენ საკუთარ ქმნილებებში. ახლა სწორედ იმ წიგნებს წარმოგიდგენთ რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

 

  1. „აღიარება ხელისგულზე“ არის თათული ღვინიანიძის წიგნი რომელიც ემოციებით იმდენად დახუნძლულია რომ მკითხველს გულუბრყვილოდ უბრალოდ ვერ დატოვებს. რომანი არის ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...

2. „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“  ნაირა გელაშვილის პირველი რომანია, რომელიც 1982 წელს დაიწერა. სიყვარული რომ ამოუხსნელი საიდუმლოა, - ამაზეა ეს წიგნი. საიდუმლოსგან გაძარცული ცხოვრება მხოლოდ მოჩვენებითად რომ არის ცხოვრება - ამასაც ეს წიგნი შეგვახსენებს.

3. „ჩიტის და კაცის ამბავი“ - არჩილ ქიქოძე

დეტექტივის დანაშაული და სასჯელი, ცრურწმენა და სიამაყე, სიყვარული და სიძულვილი საქართველოა, ოჯახური ამბების საქართველო, რომლებიც სახელმძღვანელოებიდან ცნობილ ისტორიაზე უფრო ნამდვილია. შავ-თეთრი არ არის და ერთნაირად ეკუთვნის ჯალათებს და მსხვერპლებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს და მათი საერთო დანაშაულის ან სიყვარულის შედეგია.

4. შეუძლებელია უარვყოთ ის გავლენა, რაც სოციალურ სამყაროს წიგნებზე აქვს. 2016 წელს ამ გავლენამ დაძლია საზღვრები და დადებითი შედეგიც შემოგვთავაზა, ლუკა გვაზავას მიერ დაწერილი წიგნის სახით. „დრო მიდის, კადრები კი რჩება" არის ფეისბუქ-გვერდი, რომელიც მრავალ თქვენგანს გაუგია და ერთხელ მაინც წაუკითხავს ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ან უნახავს ფოტო, რომელსაც ისტორიული წყაროებიდან ვეძიებით. გამომდინარე ჩვენი გვერდის პოპულარობიდან, გადავწყვიტეთ, საუკეთესო ფოტოები და ისტორიები, წიგნის სახით უკვდავგვეყო, წიგნი ხომ უკვდავების სიმბოლოა.“

 

მსგავსი სიახლეები