IPOVE.GE News

ყველაფერი, რაც ზოდიაქოს ნიშნების შესახებ უნდა იცოდეთ!

04 ივნისი 2019

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი 4-დან ერთერთ ელემენტს ეკუთვნის. ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა – 4 ელემენტი, რომელიც ენერგიის განსხვავებულ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი ელემენტი ახდენს გავლენას ჩვენზე. ეს 4 ელემენტი გვეხმარება ამოვიცნოთ ასტროლოგიური საიდუმლოებები ჩვენ შესახებ, ხასიათის შტრიხები, ემოციები, საქციელები და ფიქრებიც კი.

წყლის ნიშნები

განსაკუთრებით ემოციურები და ულტრა-სენსიტიურები არიან. მათი ინტუიცია უსაზღვროა და შეუძლიათ იყვნენ ისეთი მისტიურები, როგორც თვით ოკეანეა. წყლის ნიშნებს უყვართ სიღრმისეული საუბრები და ინტიმი. ისინი იშვიათად აკეთებენ რაიმეს ღიად და ყოველთვის მზად არიან საყვარელი ადამიანების დასახმარებლად. წყლის ნიშნები არიან კირჩხიბიმორიელი და თევზები.

ცეცხლის ნიშნები

ვნებიანები, დინამიურები და ტემპერამენტიანები არიან. ისინი სწრაფად ბრაზდებიან, მაგრამ წყენას ადვილად ივიწყებენ, უყვართ თავგადასავლები და ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ცეცხლის ნიშნები ენერგიის ულევ წყაროს ასხივებენ და სხვებისთვის ინსპირაციას წარმოადგენენ. ისინი ინტელიგენტები, მოაზროვნეები, კრეატიულები და იდეალისტები არიან, ყოველთვის მზად არიან მოქმედებისთვის. ცეცხლის ნიშნები არიან ვერძილომი და მშვილდოსანი.

მიწის ნიშნები

რაციონალურები არიან. ისინი “მიწაზე გვაბრუნებენ” როცა ჩვენ ღრუბლებში დავფრინავთ. მიწის ნიშნები ძირითადად კონსერვატიულები და რეალისტები არიან, მაგრამ ასევე შეუძლიათ ძალიან ემოციურებიც იყვნენ. ისინი მატერიალისტები, პრაქტიკულები, ლოიალურები და სტაბილურები არიან. მიწის ნიშნები ადამიანებთათ ურთიერთობაში სტაბილურობას ინარჩუნებენ. მიწის ნიშნები არიან კუროქალწული და თხის რქა.

ჰაერის ნიშნები

ისევე როგორც მიწის ნიშნები, რაციონალურები არიან. მათ უყვართ სოციალური აქტიურობა, ადამიანებთან ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის ნიშნებს კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ყურადღების ეპიცენტრში, გარს უამრავი ადამიანი უნდა ეხვიოთ. ამით ჰაერის ნიშნები სასიცოცხლო ენერგიას იღებენ. მათ უყვართ ფილოსოფიური საუბრები, რჩევების მიცემა, სოციალური შეკრებები და კარგი წიგნები. ჰაერის ნიშნები არიან ტყუპებისასწორი და მერწყული.

რატომ უნდა გვჯეროდეს ასტროლოგიის?

მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგია არ არის რელიგია, იგი გვთავაზობს სამყაროს შეცნობის გზებს. გარდა ამისა, სწორი ინტერპრეტაციით და გათვლებით, პლანეტებმა შეიძლება გვიკარნახონ ჩვენი მომავალი, საფრთხეები, ურთიერთობის დალაგების გზები და რაც ყველაზე მთავარია, გვიჩვენონ ჩვენი გზა, მისია ამ სამყაროში.

ასტროლოგია ამტკიცებს, რომ სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით და გვაძლევს გარანტიებს, რომ გვიპასუხებს იდუმალ კითხვებზე, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თავს. შესაბამისად, ასტროლოგია ეხმარება ადამიანებს იპოვნონ საკუთარი გზა.

ასტროლოგია მუშაობს, ასტროლოგები არია. ადამიანების უმეტესობა, რომლებიც რეგულარულად ეცნობიან ასტროლოგების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, ეჭვის თვალით უყურებენ მიწოდებულ ინფორმაციას. დაიმახსოვრეთ, ასტროლოგები არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ, ჩვენთვის გასაგებ ენაზე ხსნიან იმ ინფორმაციას, რომელსაც პლანეტები გვთავაზობენ. ეს იგივეა, რომ ჩინური ენის სპეციალისტთან მიხვიდეთ და ტექსტის თარგმნა სთხოვოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცით ჩინური ენა.

რამდენიმე უტყუარი ფაქტი ასტროლოგიის შესახებ
  • საძიებო სისტემების მონაცებემზე დაყრდნობით, ასტროლოგია ყველაზე ძებნადი თემაა ინტერნეტში.
  • ასტროლოგია მიიჩნევა როგორც ხელოვნებად, ასევე მეცნიერებად. ასტროლოგია ხელოვნებაა, რადგან თითოეულ ასპექტს ჭირდება ინტერპრეტაცია. ისევე როგორც გენიალურ ნახატს შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ასევეა ასტროლოგიური მონაცემების შემთხვევაშიც. ყველაფერი ინტერპრეტაციაზე, ლოგიკურ აზროვნებაზე და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირების უნარზეა დამოკიდებული. ასტროლოგია მეცნიერებაა, რადგან მოითხოვს მათემატიკის, ასტრონომიის, ფიზიკის და სხვ. მეცნიერებების ცოდნას.
  • სიქსტუს მე-4 პირველი კათოლიკე პაპია, რომელმაც ჰოროსკოპი ცნო. ლეო მე-10 და პოლ მე-3 კი ყოველთვის ასტროლოგებს ეკითხებოდნენ რჩევებს.
  • ასტროლოგიას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადოლფ ჰიტლერის ცხოვრებაში. იგი ხშირად მიმართავდა ასტროლოგებს დასახმარებლად.

უცნაური ჩვევები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით გახასიათებთ

ზოგჯერ ყველანი უცნაურად ვიქცევით. თუმცა არსებობს საერთო თვისებებიც. ამას ზოდიაქოებს მიაწერენ.

ეს არ არის უმნიშვნელო რამ, ეს დამალული თვისებებია. მაგრამ, არ იდარდოთ! ზოდიაქოს ნიშანი უცნაურობების კარგი გამართლებაა, ასე რომ, ყველაფერი მას დააბრალეთ.

ვერძი

თქვენ სიკვდილით ხართ შეპყრობილი. მასზე ფიქრს ვერ წყვეტთ. ეს კი უშუალოდ თქვენს სიკვდილს ეხება და არა სხვებისას. მუდმივად ფიქრობთ დეტალებზე, როგორ მოხდება ეს, სად მოხდება და ა.შ. გიყვართ სიკვდილზე საუბარი, იმის განხილვა თუ რა მოხდება მის შემდეგ. თუმცა ამას არ მისცეთ უფლება დაგთრგუნოთ, სიკვდილზე ფიქრი და საუბარი ნორმალურია, რადგან ეს ყველას გველოდება.

კურო

თქვენ სტალკერობა გიყვართ, შეგიძლიათ საათები გაატაროთ სოციალურ ქსელში და სქროლოთ თქვენი ყოფილის კედელი, ან თქვენი მიჯნურის დღიური აქტივობები ათვალიეროთ. გარკვეულ სიტუაციებში საგამოძიებო კომისიის როლსაც შეასრულებთ.

ტყუპები

მატყუარა ნიშანო! თქვენ სულ იტყუებით. თუკი ამას უარყობთ, ესე იგი, ისევ იტყუებით. ეს ჩვევად ჩამოგიყალიბდათ და თავს ვეღარ ანებებთ. იტყუებით წვრილმანებზეც და დიდ მოვლენებზეც. ალბათ, გაინტერსებთ ზღვარი სად მთავრდება. დააკვირდით, ოდესმე მიხვდებით!

კირჩხიბი

ემოციური მანიაკი ხართ. ყველა ემოციას სერიოზულად იღებთ, რადგან სენტიმენტალური ხართ. როცა ვინმეს ხვდებით, ეს ადამიანი თქვენი სამყაროს ცენტრი ხდება, მის გარეშე არასრულყოფილი ხართ. მთელ დროს იმ ადამიანს უძღვნით, მაგრამ ფრთხილად – შეიძლება თავი მოაბეზროთ!

ლომი

თქვენც გატაცებული ხართ სიკვდილის თემით. წარმოიდგენთ თქვენივე დაკრძალვის ცერემონიას და საერთოდ ყველა დეტალს – ვინ მოვა იქ? რამდენი ადამიანი იქნება? ყველაზე ხმამაღლა ვინ იტირებს? ოჯახი და მეგობრები როგორ იგრძნობენ თავს? ცხოვრება ნორმალურად გაგრძელდება თქვენს შემდეგ? ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ხართ და ყველა ძალიან დიდხანს იფიქრებს თქვენზე სიკვდილის შემდეგ.

ქალწული

ანგელოზივით იქცევით. ხართ სუფთა, მოწესრიგებული და ორგანიზებული. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და წესების მიხედვით. თუმცა როცა ღამდება, ბნელი ფიქრები გიპყრობთ. სექსის მანიაკი ხართ, თქვენი ბინძური ფანტაზიების გაცოცხლება გინდებათ ვინმესთან. შემდეგ ამ ფიქრების გრცხვენიათ, თუმცა ვერ უმკლავდებით.

სასწორი

თუ ვინმე თქვენს საძიებო ისტორიას შეამოწმებს, შეიძლება სერიულ მკვლელში აერიოთ. თქვენ უზომოდ გაინტერესებთ საზარელი ამბების კითხვა, სხვადასხვა კრიმინალური ქრონიკების მიმოხილვა და ძალიან გსურთ დამნაშავის გონებაში შეძრომა.

მორიელი

თქვენი გონება ეშმაკს ჰყავს დამპრობილი. თუ ვინმე მოხვდა თქვენს ტვინში, მაშინვე გაიქცევა. სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან გსურთ რაიმე მავნებლობის ჩადენა. ხშირად წარმოიდგენთ აჯანყებებს, დაჭრილ ცხოველებს, ცუდი ადამიანების ნამოქმედარს. რა თქმა უნდა ამ საშიშ ფიქრებს რეალურად არ განახორციელებთ და ამას სულ უმეორებთ თავს. თუმცა ეს მაინც მისტიკური ფაქტია.

მშვილდოსანი

თავს ისე აჩვენებთ ხალხს, თითქოს უემოციო ხართ. ემოციები უცნაურ და არაკომფორტულ სიტუაციაში გაგდებთ და მათი მოშთობა უფრო გემარტივებათ. თქვენ დიდ ბარიერს აშენებთ, რომელში შემოღწევაც არავის შეუძლია. თავს იკატუნებთ, რომ არაფერი გაინტერესებთ, სიკვდილები და ტრაგედიები თქვენზე არ მოქმედებს. რადგან ემოციების გამოხატვა თავს ცუდად გაგრძნობინებთ.

თხის რქა

წარმატებაში ხელს ვერაფერი შეგიშლით, თუმცა ბნელი აზრები ასევე თქვენს გვერდითაა.  შეიძლება წარმატებისთვის მოკლათ კიდეც ვინმე, ოღონდ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ამ კადრებს ხშირადაც წარმოიდგენთ ხოლმე. ცხადია, ამას არ გააკეთებთ, თუმცა ტვინის ბნელი კუთხეები მაინც თავის საქმეს აკეთებს.

მერწყული

ხშირად წარმოიდგენთ, რომ ვიღაცის დაკრძალვაზე სიტყვით გამოდიხართ. ვინმეს სიკვდილი არ გსურთ, უბრალოდ ფიქრობთ, რომ ეს სიტყვით გამოსვლა დანაკარგს დაგაძლევინებთ. უცნაური ფიქრებია, თუმცა ხელს მაინცდამაინც არაფერში შეგიშლით.

თევზები

ყოველთვის წარმოიდგენთ, რომ რაღაც საშინელი ხდება. მაგალითად ზიხართ ავტობუსში და თქვენს ფიქრებში ავარია ხდება. ან ზიხართ სანაპიროზე და ცუნამი იწყება. ამ იქრებში არ კვდებით, ყოველთვის გმირი ხართ. ეს უბრალოდ ფანტაზიებია, რომლებიც გონებაშია დამარხული და პერიოდულად თავის გზას პოულობს.

აი, როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები ემოციებს

მსგავსი სიახლეები