”ქებული კლიმატი” მაღაზიას სენაკში გახსნის
მაღაზიათა ქსელი ”ქებული კლიმატი” გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ 2016 წელს ახალი მაღაზიები გახსნა თბილისში, ვაჟა ფშაველას 18 ნომერსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ახლად გახსნილ სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლში“. როგორც ”ფორტუნას” ”ქებული კლიმატიდან” აცნობეს, გაფართოებისა და მეტი პროდუქციის წარმოდგენის მიზნით, თელავსა და რუსთავში, მაღაზიებმა შეიცვალა ადგილმდებარეობა. თელავში მაღაზია გადავიდა აღმაშენებლის 14 ნომერში, ხოლო რუსთავში – სამშენებლო და სარემონტო მარკეტ „ბაუმარკეტში.“ გარდა ამისა, კომპანია მაღაზიების გახსნას წლის განმავლობაში სენაკსა და სხვა ქალაქებშიც გეგმავს.
როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, ”ქებული კლიმატი” საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების ერთ- ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომელიც პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე.
”ჩვენი კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: BOSCH, HELIOS, GRUNDFOS, HAIER და გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის”, – აღნიშნეს მაღაზიათა ქსელში.
”ქებული კლიმატი” ქართულ ბაზარზე 2005 წლიდანაა წარმოდგენილი და დასაწყისში საზოგადოება მას „თერმარსენალის“ სახელით იცნობდ ა,2015 წლიდან კომპანიის სახელი შეიცვალა და «ქებული კლიმატი» ეწოდა. დღესდღეობით ის წარმოდგენილია 14 ფილიალით, აქედან 5 ფილიალი მდებაორებს თბილისში, ხოლო დანარჩენი 9 – საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქებში: რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.