Book Space // წიგნის სივრცე, Space Z • სივრცე ზეტი და Campus Studio / სტუდიო კამპუსი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას - პოსტმოდერნული არქიტექტურის ენა და გეოპოლიტიკური მოდელები.
საჯარო ლექცია თავის შინაარსით მულტიდისიპლინარულია, მაგრამ, ძირითადი თხრობითი ღერძი გეოპოლიტიკურ მოდელებზე და მათ მიერ არქიტექტურის ფორმათწარმომშობზე ირიბ ზეგავლენის შეფასებაზე გავა. რა არის ევრაზიული მოდელი და როგორია მისი ისტორიული ბაზისი; როგორია სივრცის ტრანსფორმირების თეორია თალასოკრატიულ და ევრაზიულ კონტექსტში; როგორ ფორმირდება გეოგრაფიულ რეალობაში არქიტექტურის სამეტყველო ენა, როგორ იხაზება სტილების საზღვრები და შესაძლებელია თუ არა, მაგალითად, საბჭოთა ავანგარდისტული იდეების განპარალელება გვიანი დასავლური პოსტმოდერნული არქიტექტურის იდეებთან - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ლექციაზე დაისმება.
საჯარო ლექციას არქიტექტორი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი სანდრო ჩუბინიძე გაუძღვება.
სანდრო ჩუბინიძე სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 2014 წლიდან კითხულობს სალექციო კურსებს არქტიტექტურის თეორიის საკითხებში. 2017წლიდან მიყავს ინტერიერის დიზაინის პრაქტიკული კურსი “აიტი სტეპ აკადემიაში” . არქიტექტურულ პრაქტიკას ეწევა 2011 წლიდან.
2016 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში სხვადასხვა პროფილის არტისტებთან კოლაბორაციაში. ეკუთვნის სტატიები და ესეები არქიტექტურის თეორიის და ისტორიის თემატიკაზე.
პროექტის მედიაპარტნიორია ინდიგო • Indigo
შეხვედრა Book Space // წიგნის სივრცე-ის, Space Z • სივრცე ზეტი -ს და Campus Studio / სტუდიო კამპუსი-ს ინიციატივის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროში მიმდინარე პროცესების გაანალიზებითა და შეფასებით ამავე სფეროს განვითარებაა, როგორც კონცეპტუალური და შინაარსობრივი, აგრეთვე კომერციული თვალსაზრისით.
პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: http://bit.ly/2O8UmhB