დომინოს პიცა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შპს „ჯეოპიცამ“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან “Domino’s Pizza” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 3 წლის მანძილზე, საქართველოში „დომინო’ს პიცას" მინიმუმ 10 რესტორანი გაიხსნება. შპს „ჯეოპიცამ” საქართველოში „დომინო’ს პიცას“ ქსელის განვითარება ვაკე-საბურთალოს რაიონში რესტორნების გახსნით დაიწყო.
პირველი რესტორანი 2015 წლის 27 აპრილს. მ.კოსტავას 74-ში გაიხსნა, აღნიშნულ ობიექტზე არის როგორც რესტორანი, ასევე ცომის საწარმო. პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტირება თურქეთიდან ხდება, ხორც-პროდუქტების დანიიდან, ხოლო ბოსტნეულის კუთხით ადგილობრივ მწარმოებლებთან ვთანამშრომლობთ. მეორე ობიექტი ივლისის თვეში ისევ თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზ.11-ში გაიხსნა. მე-3 ობიექტი კი ისევ საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76-ში იხსნება, მ/ს „ვაჟა-ფშაველასთან“.
„დომინო’ს პიცა“ 1960 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და დღეს მსოფლიოში პიცერიების უდიდეს ქსელს წარმოადგენს , რომელიც 11 900-ზე მეტ რესტორანს ფლობს 80 ქვეყანაში.
კომპანია წარმატებით ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერის პოზიციას პიცის მიწოდების სერვისში და მომხმარებელს პიცის მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს.