ჯეოსელი

ტელეკომუნიკაცია | კავშირგაბმულობა | ინტერნეტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლ.გოთუას ქ.3

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

visa master-card cash prime-card maestro bank-transfer
ონლაინ მომსახურება
საკონფერენციო დარბაზი
გარანტია
სასაჩუქრე ბარათი
განვადება
პარკინგი
Wi-fi

ჩვენ შესახებ

1996 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველი GSM ოპერატორი - ჯეოსელი დაარსდა, რომელმაც მოკლე ხანში, მთლიანად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.
 

1997 წლის 15 მარტს ჯეოსელის მეშეობით საქართველოში განხორციელდა პირველი მობილური ზარი და მასთან ერთად, ყველამ იგრძნო გლობალური, პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი.

ჯეოსელის ამოქმედების პირველივე წელს, აბონენტების რიცხვმა რამდენჯერმე გადააჭარბა მოსალოდნელ რაოდენობას. დღეისათვის ჯეოსელის აბონენტთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს.

ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

დაარსების დღიდან, ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.

 

ჯეოსელი "Telia Company"-ის წევრია 

ფინურ-შვედური "Telia Company" არის ლიდერი კომპანია ტელეკომუნიკაციის სფეროში. მისი მომსახურების სივრცე მოიცავს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოში კი "Telia Company"  ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ ძლიერ ჯგუფს ჯეოსელი წარმოადგენს. "Telia Company" და მისი პარტნიორი კომპანიები ემსახურებიან 185 მილიონზე მეტ აბონენტს მსოფლიოს 17 ქვეყანაში.
 

"Telia Company" - ქვეყნები და ოპერატორები

 

2011 წლის მაისში "Telia Company" შემადგენლობაში შემავალი ყველა ბრენდი ერთი საერთო ნიშნის ქვეშ გაერთიანდა. საერთო ლოგოს დანახვისას მომხმარებელმა უკვე იცის, რომ მას ემსახურება არა მარტო ადგილობრივი ოპერატორი, არამედ "Telia Company"-ის საერთაშორისო ქსელი.  

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ "Telia Company"-ის ვებ-გვერდს


კომპანიის პოლიტიკა

"Telia Company"-ის გააჩნია სანდო რეპუტაცია ყველა  ქვეყანაში, სადაც ის მოღვაწეობს. ჯგუფს შემუშავებული აქვს  პრინციპები, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებთან ერთად, მიუთითებს თანამშრომლებსა და მომწოდებლებს,  თუ როგორ გამოიყენონ ისინი თავიანთ საქმიანობაში.
 

ჯეოსელის ანტიკორუფციული პოლიტიკა

ჯგუფის კოდექსი ეთიკისა და ქცევის შესახებ

“Telia Company"-ის მომწოდებელთა ქცევის კოდექსი

ჯეოსელის ტელეკომუნიკაციებში გამოხატვის თავისუფლების პოლიტიკა

დეკლარაცია საქველმოქმედო მიზნით მოკლე ნომრების მომსახურების შესახებ

Speak-Up არხი

დააფიქსირე შენი აზრი

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Speak Up არხი  , რათა დააფიქსიროთ ეთიკისა და ქცევის კოდექსის ან კომპანიის პოლისების დარღვევის ფაქტები. სისტემა არის კონფიდენციალური, სანდო და მარტივი. 


ჩვენი მიზნები და ფასეულობები



მივუახლოვოთ მსოფლიო მომხმარებლის სურვილებს
 

ჩვენი მომხმარებელი ფუნდამენტური ცვლილების ეპოქაში ცხოვრობს, სადაც მას უფრო მეტი ნება, კონტროლი და შესაძლებლობები გააჩნია. დღევანდელი მომხმარებელი არის აქტიური  და მეტად  გათვიცნობიერებული,  ის პოზიტიურად აფასებს იმ კომპანიებს, რომელთაც მყარი ღირებულებები გააჩნიათ და ცხოვრობენ საკუთარი დანიშნულების მიხედვით.

ჩვენ ვართ ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც  მომხმარებლის სურვილებზეა ორიენტირებული. ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, ვზრუნავთ და ვამარტივებთ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
13/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z