ლა ბელ მედიქალ
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა - ლა ბელ მედიქალ, უახლესი და წამყვანი ტექნოლოგიების წყალობით დაარსებისთანავე თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა ესთეტიკური მედიცინის სფეროში, რაც თავისთავად უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურებთან ერთად განაპირობა გასაოცარმა შედეგებმა. ლა ბელ მედიქალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატების უახლესი მოდელებით, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. კლინიკაში წარმატებით მუშაობენ ექიმი-დერმატოლოგები, SharpLight-ის უნიკალურ, უახლესი ტექნოლოგიის არაინვაზიურ აპარატს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მოიხმარს. მულტიფუნქციურ აპარატს გააჩნია სამედიცინო, ესთეტიკური და დერმატოლოგიური მიმართულებები და განკუთვნილია ისეთი პროცედურებისათვის, როგორიცაა: სახეზე და სხეულზე თმის უმტკივნეულო მოცილება მოყინვის მეთოდით DPC ტექნოლოგიით, ცელულიტის დაშლა უახლესი RF (რადიოსიხშირის) ტექნოლოგიით, ლაზერული პილინგი, აკნეს მკურნალობა, ასაკობრივი და მზისგან წარმოქმნილი პიგმენტური ლაქების გაქრობა, ზედაპირული კაპილარების მოშორება, შრამის გაუფერულება, ფორების დავიწროვება, კანის გამკვრივება-გაახალგაზრდავება.