მაგთიკომი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი










მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც არა მხოლოდ სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოში არსებული ყველა ტექნოლოგიით.
მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ:
- 2 ტიპის ინტერნეტით - მობილური და საკაბელო;
- 2 ტიპის ტელევიზიით - თანამგზავრული და IPTV;
- 2 ტიპის ფიქსირებული ტელეფონიით - რადიო და საკაბელო;
- მობილური ტელეფონიით - რომელიც მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა, მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით - 4.5G LTE Advanced ქსელით ისარგებლონ
მაგთიკომი მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
კომპანიის მთავარ ფასეულობათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქველმოქმედება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა ასეულობით პროექტი განახორციელა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და განათლების მხარდასაჭერად.