ივ როშე
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ივ როშე – მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი. 50 წელზე მეტია რაც მცენარეული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ფუძემდებელი ბრენდი – "ივ როშე" არსებობს მსოფლიო ბაზარზე. ამ კოსმეტიკის საშუალებით, ნებისმიერ ქალბატონს, მიუხედავად მისი ასაკისა თუ სოციალური სტატუსისა თამამად შეუძლია ხაზი გაუსვას
საკუთარ სილამაზეს. დღეისათვის მის კოსმეტიკას 88 ქვეყანაში 30 მილიონზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს.
საქართველოში ბრენდი ივ როშე უკვე 18 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ის 13 სილამაზის ცენტრს აერთიანებს. აქედან 12
თბილისში და 1 ბათუმში.
პროდუქცია
ბრენდი ივ როშე კოსმეტიკური საშუალებების მთელ სპექტრს გვთავაზობს: სახისა და სხეულის მოვლა, პარფიუმერია, მაკიჟი ნებისმიერი გემოვნებისთვის ( სულ 700-ზე მეტი დასახელება!)
ეს არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც წარმოების ყველა ეტაპზე უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს, იქნება ეს მცენარეების შერჩევა, დამუშავება, გავრცელება თუ სხვა. სწორედ ამიტომ, ივ როშე ხარისხიან პროდუქციას ყველასათვის მისაღებ ფასებში გვთავაზობს.