სათამაშოების მაღაზია პეპელა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა 2006 წ. დაარსდა და უკვე 10 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, ˮპეპელაˮ სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. იგი ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელითაა წარმოდგენილი. კერძოდ, ფლობს რამდენიმე საფირმო მაღაზიას თბილისსა და ბათუმში და აგრეთვე, ფართო სადისტრიბუციო ქსელს როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპული, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. გარდა საფირმო მაღაზიებისა, მომხმარებელს საშუალება აქვს აგრეთვე ისარგებლოს ონლაინ მომსახურებით. დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.
კომპანიის ვებგვერდია www.pepela.ge
დღეს, ˮპეპელაˮ -ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი 8 საფირმო მაღაზიას აერთიანებს, რომელთაგან 7 თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. ფილიალების გაფართოებთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რიცხვიც. კომპანიის დაარსების პირველ წლებში, მათი რაოდენობა 4 შეადგენდა, დღეს კი 50-ს აღემატება.
საცალო გაყიდვების გარდა, ˮპეპელაˮ სათამაშოების მთავარი დისტრიბუტორია საქართველოს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე, მათ შორის : Clementoni, Polosie, Dream Makers, 4M, Bruder, Papo და ა.შ.
პეპელას სათამაშოები ევროკავშირის სტანდარტებს აკმყოფილებს, მათ შორის EN71-ს, რაც სათამაშოების ხარისხის ყველაზე მკაცრ შემოწმებას გულისხმობს.
2016 წლის ოქტომბერში, კომპანიამ შექმნა პირველი ონლაინ მაღაზია ( www.pepela.ge), რაც პროდუქციის შეძენას კიდევ უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.
დღესდღეობით, ˮპეპელაˮ ლიდერობს სათამაშოების დისტრიბუციის სფეროში და მეორე ადგილს იკავებს საცალო გაყიდვების მიმართულებით.