მეგატექნიკა

ტექნიკის მაღაზია
5
(2 შეფასება)
რუსთავი, შარტავას ქ.19

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 20:00 შაბ: 10:00 - 20:00 კვ: 10:00 - 20:00

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash maestro master-card visa
ონლაინ მომსახურება
ონლაინ მაღაზია
გარანტია
განვადება
მიტანის სერვისი
პარკინგი

”მეგატექნიკის” სავაჭრო ქსელის პირველი მაღაზია გაიხსნა 1997 წელს. თავდაპირველად, იგი კორეული კომპანია DAEWOO-ს ოფიციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში. 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ”მეგატექნიკა” იწყებს გაფართოებას და იაპონური კომპანია JVC-ის ოფიციალური წარმომადგენლობით საქართველოს ბაზარზე ისეთი ბრენდები შემოიტანა, როგორიცაა : JVC, LG, SAMSUNG, SHARP, TOSHIBA, HITACHI, PANASONIC, PHILIPS და სხვა.

2003 წლისთვის ”მეგატექნიკა” ერთ-ერთი სოლიდური კომპანია იყო საქართველოში, რომელსაც JVC-ის სახელით იცნობდა ქართველი მომხმარებელი. პოპულარობის ზრდასთან ერთად, თანდათან იზრდებოდა კომპანიის სავაჭრო ქსელი და 2004 წელს საქართველოში ”ჯი-თი-სი”-ის ქსელში ”მეგატექნიკის” ახალი მაღაზია გაიხსნა. მაღალი კონკურენციის პირობებში კი, ”მეგატექნიკამ” შესძლო ქართულ ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნება. 2005 წელს კომპანიის სავაჭრო ქსელს კიდევ ერთი მაღაზია შეემატა, რომელიც ”მეგალაინშია” განთავსებული.

2006 წელს ”მეგატექნიკამ” მარჯანიშვილის #16-ში კიდევ ერთი მაღაზია გახსნა, რომელიც მომსახურების მაღალი დონით (რაც მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვითაა განპირობებული), ბრენდების ფართო არჩევანით (ზომის, ფერის, ფუნქციონალური მრავალფეროვნება) და ქართულ ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანით გამოირჩევა სხვა ფირმებისგან.

2007 წელს ”მეგატექნიკა” გახდა სონის და ელექტროლუქსის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

2007 წელს მეგატექნიკამ მიიღო ხარისხის მართვის სერთიფიკატი ISO 9001-2000 ინგლისური კომპანია ”Global Certification”-სგან.

2008 წელს მეგატექნიკა გახდა Fagor-Mastercook-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. 2009 წელს კი TOSHIBA-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

2010 წელს თბილისში გაიხსნა მეგატექნიკის კიდევ ორი მაღაზია, ა. წერეთლის გამზ. 140-სა და სავაჭრო სახლ ”თბილისი ცენტრალში”.

2012 წელს თბილისში გაიხსნა მეგატექნიკის კიდევ ერთი მაღაზია, ვაჟა-ფშაველას გამზ. 39. 

2013 წელს ქ. ქუთაისში გაიხსნა მეგატექნიკის კიდევ ერთი მაღაზია - ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძს 67ბ.

2013 წელს ქ. რუსთავში გაიხსნა მეგატექნიკის რიგით მეშვიდე ფილიალი - ქ. რუსთავი, შარტავას გამზ. 19 

2014 წელს ქ. თბილისში გაიხსნა მეგატექნიკის რიგით მერვე ფილილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ”მეგატექნიკამ”, პირველად საქართველოში, მომხმარებელს საშუალება მისცა ვებ-გვერდის საშუალებით მიიღოს ინფორმაცია და შემდეგ ,”ონლაინ-მაღაზიის” დახმარებით შეიძინოს ნებისმიერი პროდუქცია ონლაინ 0%-იანი განვადებით. გარდა ამისა, კომპანია ცდილობს, სისტემატიურად მოამარაგოს ქართული ბაზარი თანამედროვე და უახლესი ტექნიკით. ყოველივე ეს ”მეგატექნიკას” აახლოვებს დასავლურ სტანდარტებთან. სანდოობა, მრავალწლიანი გამოცდილება და მომსახურების მაღალი დონე კი, სულ უფრო ზრდის ”მეგატექნიკის” კოროპრატიული კლიენტების რიცხვს. მაგრამ ეს ყველაფერი როდია, უახლოეს მომავალში ”მეგატექნიკა” კიდევ უამრავ სიურპრიზს ჰპირდება ქარველ მომხმარებელს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/09/2017
N
Nikita Salukvadze
*******
02/02/2017
B
Beqa Burjanadze
N
B

თეგები