ლიბერალი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
"ლიბერალი" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა. ჟურნალ “ლიბერალის” პირველი ნომერი 2009 წლის 20 მაისს, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა.
“ლიბერალი” მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს,ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.
“ლიბერალი” ცდილობს მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს როგორც პოლიტიკურიმოვლენები, ასევე ის თემები, რომელიც ქართულ მედიაში, როგორც წესი, მარგინალიზებულია - განათლება, ჯანდაცვა, გარემო, სამართალი, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური გარემო და ბიზნესი,ურბანისტიკა, რეგიონები და სხვ.
ადგილობრივ მედიაში, “ლიბერალმა” შექმნა უნიკალური, ინტეგრირებული (ბეჭდური და ონლაინ გამოცემის) საინფორმაციო პლატფორმა და ლიბერალის ვებგვერდი - www.liberali.ge - კვირიდან-კვირამდე ვითარდება და ახერხებს უფრო მრავალფეროვანი, აუთენტური და ექსკლუზიურად ვებ-პლატფორმისთვის შექმნილი რეპორტაჟების, სტატიების, ბლოგებისა და ვიდეოების გამოქვეყნებას.