ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, რეპრესიული პოლიტიკა ქვეყნისთვის კარგი და წარამტებული არ აღმოჩნდა და ის მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს.
„ ჩემი პოზიციაა ლიბერალური პოლიტიკისკენ ნაბიჯების გადადგმა, რადგან რეპრესიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და წარმატებული არ აღმოჩენილა. ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს. ეს ერთი მხრივ, შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და მეორე მხრივ, მათ მიმართ სასტიკ ფორმებს არ გამოიყენებს. მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ დაგვჭირდება ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა იმისთვის, რომ ყველა ტექნიკური დეტალი განვიხილოთ და პოზიციები დავაახლოვოთ“, - განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა.