ლიბერალი

„ქართული მარში“

20 ოქტომბერი 2017

"ქართული მარშის“ განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ დახმარებაზე უარი კალაძის კრიტიკის გამო უთხრა. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინჯია ოპოზიციური პარტიიდან იყრის კენჭს, არჩევნებში მხარს მმართველ პარტიას უჭერს. „როდესაც ჩვენ მათთან მივედით დახმარებისთვის, მარშისთვის გვჭირდებოდა გარკვეული დახმარება. მან პირდაპირ განგვიცხადა, რომ თქვენ უპირისპირდებით სამთავრობო კანდიდატ კახა კალაძეს. აქედან გამომდინარე, ჩემგან დახმარება გამორიცხულია, რადგანაც მე ვარ კახა კალაძის მხარდამჭერი.“ - თქვა სანდრო ბრეგაძემ.

„ქართული მარში“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ბრეგაძის თქმით, ინჯიას ეს პოზიცია არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რატომ არის ბოიკოტი საჭირო. „არჩევნებში, რომელშიც ძირითადი ოპოზიციური ძალის სიის მეორე ნომერი მხარს უჭერს არა თავისი პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს, არამედ კახა კალაძეს, მე თქვენ გეკითხებით: - ამ არჩევნებს რაიმე აზრი აქვს? ეს არის დახლი, სადაც დგანან ვაჭრები. ბაზარია, „დეზერტირების ბაზარი“, სადაც მიმდინარეობს აღებ-მიცემობა, ვაჭრობა.“ - განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად