ლიბერალი

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. 26 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, სადაც წერია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის 5710 კვ. მ. ფართობის მიწა ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა. თუმცა, როგორც განკარგულებიდან ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობზე ცენტრის მშენებლობას სპეციალურად ცენტრისთვის დაფუძნებული ფონდი „ჯიესეიჩი" აპირებს.

ფონდის დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილია; დირექტორი კი ყოფილი პროკურორი - არჩილ კბილაშვილი. სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორად ლევან კოპალიანი დაინიშნება, რომელიც „ქართული ოცნების" წევრის კარლო კოპალიანის შვილია. კარლო კოპალიანი ამჟამად პარლამენტის წევრია.

რა სახის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იგეგმება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა რა ნაწილს შეეძლება აღნიშნული მომსახურების მიღება; არიან თუ არა ამ დეტალების განხილვაში ჩართული თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ამ და სხვა დეტალების გასარკვევად „ლიბერალმა" არჩილ კბილაშვილს მიმართა.

ცენტრთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ ჯერ არც ლევან კოპალიანმა იცის. ის სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორია. ამბობს, რომ ამჟამად მხოლოდ მიწის საკუთრების საკითხია გარკვეული: „ცრუ მოლოდინები რომ არ გაჩნდეს, სჯობს ცოტა დავიცადოთ, ჩვენც უფრო მეტი გავიგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ".

ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც უცნობია, რატომ გადაწყდა აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, შშმ პირთა რა ნაწილს მოემსახურება ის, იქნება თუ არა თანადამფინანსებელი სახელმწიფო. სამინისტროში ამბობენ, რომ შენობას ააშენებს ფონდი "ჯიესეიჩი" და გადასცემს სამინისტროს: „როგორ განახორციელებს სახელმწიფო ამ ცენტრის მენეჯმენტს, დაზუსტებული არაა", - ამბობენ სამინისტროში.

არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რომ რომ ფონდის საქმიანობაში ფინანსურად სახელმწიფო არ ჩაერევა: „ის 100%-ით კერძო დაფინანსებაზე იქნება. სახელმწიფოსგან მხოლოდ მიწა გადმოგვეცა".
 

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად