მაგთიკომი

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება

გასული ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა.
მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერ შეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.

მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი. 
კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები. ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი.

რამდენადაც კიბერ შეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან.

მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის.

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად