„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს სტუდენტების ახალი ნაკადი ჰყავს. ახალგაზრდა ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს კიდევ ორი ჯგუფი გაივლის, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ერთი წლის განმავლობაში ჩაუტარდება. ელექტროენერგეტიკის მიმართულებით სულ 25 სტუდენტი ისწავლის, წარმატებული კურსდამთავრებულები კი სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმდებიან.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სასწავლო პროგრამა გაიარა 222-მა სტუდენტმა, საიდანაც სსე-ში დასაქმდა 172 კურსდამთავრებული.
ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების გათვალისწინებით, სსე-სთვის ძალიან მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ახალი თაობა, რადგან ისინი გახდნენ პროფესიონალები და გამოიმუშავონ ის უნარ-ჩვევები, რაც ქართული ენერგეტიკის განვითარებისთვისაა საჭირო.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
კომპანიის გვერდი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს სტუდენტების ახალი ნაკადი ჰყავს
05 ოქტომბერი 2017