ჯეო ოფშენი

Fed გადაწყვეტილება

26 სექტემბერი 2017

მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა განაცხადა, რომ მზად არის წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, აშშ დოლარის ფასი მომენტალურად გაიზარდა.

როგორც ჯანეტ იელენმა განაცხადა, „აშშ ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ გაუძლოს საპროცენტო განაკვეთის სამომავლო ზრდას და 4,5 ტრილიონი დოლარის ბალანსის შემცირებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან და ამ ეტაპზე ელოდებიან მხოლოდ იმ ფაქტორების გამყარებას, რომელმაც გამოიწვია ინფლაციის დონის ვარდნა და რომელიც მოითხოვს მონეტარული პოლიტიკის შეცვლას. შესაბამისად, FED-ის განცხადებით ოქტომბრის თვე დაიწყება აღნიშნული ბალანსის შემცირებით.

მართალია, პროგნოზისამებრ საპროცენტო განაკვეთი იგივე დარჩა, მაგრამ სიგნალმა მისი გაზრდის შესაძლებლობის შესახებ, ფინანსურ ბაზრებზე საკმაოდ დიდი მოძრაობა და ინვესტორების მიერ ვალუტის აქტიური შესყიდვა გამოიწვია. იელენის განცხადების ფონზე, აშშ დოლარის ფასი ყველა სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა, ხოლო ევროს დაახლოებით 130 პუნქტით ვარდნა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად